35 წლის სამხედრო, მიმდინარე წლის 22 თებერვალს, ახალგორში, ორ სხვა ქართველთან ერთად, დააკავეს. მომდევნო დღეს კი, საოკუპაციო რეჟმმა ინფორმაცია გაავრცელა, სადაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტი ირწმუნებოდა, რომ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გულის უკმარისობით გარდაიცვალა.
კიდევ უფრო ცინიკური იყო მარიონეტული რეჟიმის შეფასება, რომ ტატუნაშვილი „ოსი ხალხის გენოციდთან კავშირში იყო ეჭვმიტანილი და ქართული სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა“.
ოკუპანტების მიერ მოკული ქართველი მებრძოლის მეგობრებისა და საზოგადოების დიდი ნაწილისთვის კიდევ უფრო შეურაცხმყოფელი იყო საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადება, როცა გიორგი კვირიკაშვილმა ოკუპანტი ქვეყნის უმაღლეს ხელისუფლებას მიმართა და სპეციალურ განცხადებაში აღიშნა, რომ „საჭიროა ერთობლივი, სწორი ნაბიჯებით მიაღწიონ შეთანხმებას ტატუნასვილის ცხედრის გადმოსვენებაზე“.
ოპოზიციამ კვირიკაშვილს „სამარცხვინო პრემიერი“ უწოდა და მისი გადადგომა მოითხოვა.
ტატუნაშვილის ცხედარი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით ოკუპირებული ცხინვალიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გუშინ, გვიან ღამით გადმოასვენეს.
ტატუნაშვილის ცხედარი ექსპერტიზისთვის სამხარაულის ბიუროში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე არ გაკეთებულა განცხადება, აღენიშნება თუ არა ცხედარს ძალადობის კვალი, დუმს მმართველი გუნდიც.
„ნიუპოსტი“ სამოქალაქო მოძრაობის - „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენლ დავით ქაცარავას ესაუბრა, რომელიც ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ გარდაცვლილს ძალადობის კვალი ეტყობა, მოჭრილი აქვს საჩვენებელი თითი, დეფორმირებული აქვს სახე, ასევე, დაზიანებები აღენიშნება ხელის მტევნებზე.
„მიცვალებულს სახეზე წამების კვალი ეტყობოდა, არჩილი საშინლად ნაწამებია: მე ვნახე მისი დაგლეჯილი მტევნები, ჩაშავებული ხელები, მარჯვენა ხელზე მოჭრილი საჩვენებელი თითი, დასიებული სახე. სისხლჩაქცევების კვალი ემჩნეოდა ხელის მტევნებსა და მაჯებზე. თავის ქალა იყო დეფორმიებული, რაც მისი წამების დამადასტურებელი კვალია. რადგან ტატუნაშვილს სამხედრო ქუდი ეფარა, ვერ გეტყვით, ჰქონდა თუ არა მას ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა თავის არეში. ჩანდა მხოლოდ წარბებს ქვემოთ სახის ნაწილი, დედამ და მისმა ოჯახის სხვა წევრებმა აღნიშნეს, რომ სახის მოყვანილობა აბსოლუტურად შეცვლილია, ცხვირი ფაქტობრეივად, ხელალა იყო დაფიქსირებული,“- განავადა ქაცარავამ.
მისი თქმით, ხელისუფლების დუმილი დაუშვებელია. „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლი ამბობს, რომ ნაწამები ქართელის ამბავი რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს.
არჩილ ტატუნაშვილს შაბათს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
ცხედარი თბილისიდან სოფელ წილკანში დღეს, დილით გადაასვენეს. სასულიერო პირებმა გარდაცვლილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი უკვე გადაიხადეს.
მასალის გამოყენების პირობები






