ჟენევის მოლაპარაკებებზე ძალის გამოუყენებლობის დეკლარაციას მიიღებენ - კავკასიას "ზეპირი მშვიდობისთვის" ამზადებენ - Коммерсантъ
პოლიტიკა - 14:00, 21 Mar, 2018     1894
რუსულ მედიაში გავრცელებულმა ინფორმაციამ, ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტზე შესაძლო ხელმოწერის თაობაზე, საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. "ნიუპოსტი" გთავაზაზობთ გაზეთ კომერსანტ.რუ-ში გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით - "კავკასიას ზეპირი მშვიდობისთვის ამზადებენ".

(მასალაში მოყვანილი პოლიტიკურ-გეოგრაფიული დასახელებების სტილი და თანმიმდევრობა სრულად დაცულია -"ნიუპოსტი").

---------

"როგორც "კომერსანტისთვის" გახდა ცნობილი, "სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ჟენევის კონსულტაციების" შემდეგ რაუნდზე შესაძლოა მიღწეულ იქნას დიდ ხნის ნანატრი გარღვევა. საქართველო, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, რუსეთი და აშშ, ასევე, თანათავმჯდომარეები - ევროკავშირი, გაერო და ეუთო, ამზადებენ ერთობლივ დეკლარაციას, რეგიონში ურთიერთობებში ძალის გამოუყენებლობის შესახებ.

ამ დოკუმენტის გარშემო დისკუსიები თითქმის ათი წელია რაც მიმდინარეობს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში “Ъ”-ს განუცხადეს, რომ ამ დოკუმენტის მიღება გახდება "წინ გადადგმული მნიშნელოვანი ნაბიჯი პოლიტიკურ და ემოციურ დონეზე". საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებში მომზადების პროცესში მყოფი დოკუმენტის კომენტირებაზე უარი განაცხადეს. ქართული ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ამ დეკლარაციის ხელმოწერა არის "ქვეყნის ფუნდამენტური ინტერესების ღალატი" და იმუქრება, რომ მთავრობის გადადგომის საკითხს დააყენებს.

კავკასიის საკითხებში ჟენევის დისკუსიების შემდეგი რაუნდი 27-28 მარტს გაიმართება. “Ъ”-ს რესპოდენტებმა მოსკოვსა და თბილისში არ გამორიცხეს, რომ შეხვედრაზე შეიძლება გარღვევა მოხდეს. მხარეები უკვე თითქმის ათი წელია ცდილობენ რეგიონში კონფლიქტის მოგვარების საკითხებში ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას მიაღწიონ და ახლა ისინი ამ საკითხში კონკრეტული შეთანხმების მიღებასთან ძალზე ახლოს არიან.

შეგახსენებთ, რომ ჟენევის დისკუსიები დაიწყო 2008 წლის ოქტომბერში, რუსეთისა და საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტების დიმიტრი მედვედევისა და ნიკოლა სარკოზის მიერ ხელმოწერილი შეთანხმებების შესაბამისად. მასში მონაწილეობენ აფხაზეთის, საქართველოს, სამხრეთ ოსეთის, რუსეთის, აშშ-ს წარმომადგენლებიმ ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ამ წლების განმავლობაში დაჟინებით მოითხოვენ იურიდიული ძალის მქონე დეკლარაციის მიღებას, საქართველოს მიერ მათ წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის თაობაზე. რუსეთი მხარს უჭერდა ამ მიდგომას და მზად იყო ამ ვალდებულებების გარანტორის (მათ შორის აშშ-სა და ევროკავშირთან ერთად) როლი ეკისრა. საქართველოს ხელისუფლებები თავის მხრივ, ითხოვდნენ, რომ ასეთი ვალდებულებები რუსეთს თბილისთან მიმართებაში აეღო, მოსკოვს, რომელიც თავს კონფლიქტის მონაწილე მხარედ არ თვლის, ამ სახის დოკუმენტზე ხელის მოწერა არ სურდა.

წინსვლის მიღწევაზე იმედი მას შემდეგ გამოჩნდა, რაც მოიძებნა კომპრომისი: დეკლარაცია მიღებულ იქნება ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილე ყველა მონაწილის მიერ და მას არ ექნება იურიდიულად აუცილებელი ხასიათი. აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, რუსეთი და საქართველო ადრე არაერთხელ სთავაზობდნენ ამ დეკლარაციის საკუთარ ვარიანტს, მაგრამ ყოველ ჯერზე რომელიღაც ერთი ფორმულირება ერთერთი მხარისთვის მიუღებელი ხდებოდა. 9 მარტს, აფხაზეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დაურ კოვემ განაცხადა, რომ მხარეები "ძალიან ახლოს არიან" ერთობლივი დეკლარაციის მიღებასთან.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა “Ъ”-ს განუმარტა, რომ პროგრესი მიღწეულ იქნა ჟენევაში წინა რაუნდის დროს, რომელიც 2017 წლის დეკემბერში. "იმედი გავქვს, რომ განცხადება ძალის გამოუყენებლობის შესახებ მიღებულ იქნება მომავალი მოლაპარაკებების დროს," - განაცხადა მან. მარალი რანგის დიპლომარის გსიტყვებით, დეკლარაცია, რომელიც ზეპირი სახით მიღებისთვის მზადდება, ნაგულისხმევია როგორც "ნეიტრალური", ანუ მასში არ იქნება საკითხი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსის თაობაზე.

"ჟენევის დისკუსიების მონაწილეები უბრალოდ განაცხადებენ ერთმანეთთან ურთიერთობაში ძალის გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ, - განმარტავს გრიგორი კარასინი, - ასეთ დეკლარაციას არ ექნება იურიდიული ვალდებულების ხასიათი, მაგრამ მიუხედავად ამისა იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი პოლიტიკურ და ემოციონალურ დონეზე. მხარეები მოახდენენ რეგიონში ყველა საკითხის მშვიდობიანი გზით, კონტაქტებისა და მოლაპარაკებების გზით გადაჭრის მზადყოფნის დემონსტრირებას."

“Ъ”-ს მონაცემებით, ქართული მხარე აქტიურად მუშაობბს ერთობლივი განცხადების პროექტზე, მაგრამ გადაწყვიტა, რომ ოფიციალურად კომენტარი არაფერზე გააკეთოს, სანამ ტექსტი საბოლოოდ შეთანხმებული არ იქნება.

შეგახსენებთ, რომ 9 მარტს, რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობისადმი მიმართვაში საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ორი ქვეყნის ურთიერთობების იმ ჩიხიდან გამოყვანისკენ მოუწოდა, რომელშივ ისინი 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ აღმოჩნდნენ. მისი აზრით, ამისთვის ორივე მხარემ აუცილებლად უნდა გადადგას თუნდაც მცირე, მაგრამ გონივრული ურთიერთშემხვედრი ნაბიჯები. რუსეთის საგარეო უწყებაში, საპასუხოდ, ირწმუნებიან,რომ "როგორც ადრე, ახლაც დაინტერესბული არიან მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობის გაჯანსაღებაში და მზად არინ ისე შორს წავიდნენ, სადამდეც ამისთვის საქართველო იქნება მზად".

ამასთან, მოსკოვსა და თბილისს შორის პოზიციების დაახლოება შესაძლოა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისათვის სერიოზული პრობლემა აღმოჩნდეს. როგორც “Ъ”-ს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ოპოზიციური პარტიის "ევროპული საქართველოს" ერთერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ განუცხადა, 2009, წელს ქვეყნის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავის თავზე ვალდებულება აიღო, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ძალას არ გამოიყნებდა. "ეს გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირთან წერილობითი მიმართვის ფორმით გაკეთდა," - აცხადებს ბატონი კაპანაძე და გვახსენებს, რომ საქართველოს ყველა ცდა მოსკოვის მხრიდან ანალოგიური განცხადება გაკეთებულიყო, უშედეგოდ დამთავრდა. "თუ მოსკოვი უარს იტყვის თავის თავზე აიღოს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება, ჟენევაში მიღებული ნებისმიერი ერთობლივი განცხადება იქება ჩვენი პოზიციების დათმობა," - აცხადებს ჩვენი თანამოსაუბრე. მისი თანაპარტიელი და უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა პოკერიას ამატებს, რომ განხილული ვალდებულებების თავის თავზე აღებით საქართველოს ხელისუფლება მოსკოვს მისცემს საბაბს განაცხადოს, რომ "მოხდა სამშვიდობო შეტანხმება საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის, მოსკოვის ვითომდა ნეიტრალური შუამავლობის შედეგად". "ამ შემთხვევაში ჩვენი პარტიის რეაქცია ძალიან მწვავე იქნება," - აფრთხილებს გიგა ბოკერია.

კიდევ უფრო მკვეთრად გამოვიდა “Ъ”-სთან საუბარში დეპუტატი მიხეილ სააკაშვილის პარტიის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" სალომე სამადაშვილი: "ასეთი დეკლარაციის მიღების შემთხვევაში ჩვენ მოვითხოვთ პრემიერისა და მთავრობის დაუყოვნებლვ გადადგომას, ქვეყნის ფუნდამენტური ინტერესების ღალატის გამო".

წყარო: kommersant.ru





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42