ინფორმაციას ამის შესახებ, სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით, ,,ბი-ბი-სი" ავრცელებს.
დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პოტენციური სამიზნე ძირითადად შუა აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა იქნებიან.
ამასთან დაკავშირებით, თეთრ სახლში გაკეთდა განცხადება, რომ აშშ 20-ზე მეტ დიპლომატიურ მისიას დახურავს რამდენიმე დღით.
"არსებული ინფორმაციით, "ალ ქაიდა" და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციები განაგრძობენ ტერორისტული აქტების დაგეგმავს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ. ისინი თავდასხმებს ამ პერიოდში და აგვისტოს ბოლოსკენ გეგმავენ", - აცხადებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი.
ინფორმაციის თანახმად, თავდასხმის ობიექტები ტურისტული ცენტრები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება.
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ბრძანება გასცა, "გატარდეს ყველა საჭირო" ზომები ამერიკელთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით.
გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე კვირას აშშ-ის სპეცსამსახურებმა ხელთ იგდეს "ალ ქაიდას" ლიდერების საუბრის ჩანაწერი, სადაც ისინი აშშ-ის ინტერესებისთვის ზიანის მიყენების მიზნით თავდასხმებს გეგმავდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






