"არ ელოდა ხელში რომ შერჩა თმა და წვერი, ეს დიდი შოკი იყო" - გიორგი მახარაძის დედა
სოც.მედია - 11:00, 21 Mar, 2018     10543
მსახიობ გიორგი მახარაძეს ოთხი თვის წინ სიმსივნის დიაგნპზი დაუსვეს.სასწრაფო ოპერაცია საქართველოში ჩაუტარდა და ახლა მკურნალობს. ახლახან ვარჯიშიც დაიწყო და საყვარელ საქემსთან დაბრუნებასაც გეგმავს.


გიორგის დედამ თეო ჩივაძემ „სარკესთან“ ინტერვიუში განვლილ რთულ პერიოდზე ისაუბრა.

„ქიმიის ორი კურსი ჩავიტარეთ. მადლობა გიორგის მკურნალ ექიმს, ალექსანდრე თავართქილაძეს. ამის შემდეგ ექიმმა თურქეთში დაგვიბარა.

პირველ დღეს კი შეგვაშინა ექიმმა, ანალიზებში პატარა ცვლილებააო, მაგრამ პეტით გადამოწმდა ყველაფერი. ის დღე იყო ყველაზე რთული და კიდევ ერთი დარტყმა, მაგრამ ღვთის წყალობით, ყველაფერი წესრიგშია. ექიმმა 3 თვეში დაგვიბარა. ახლა სულ უნდა ვაკონტროლოთ.

ძალიან გახარებულები ვართ, ამოვისუნთქე. გიორგიხ ხომ არ იმჩნევდა, მაგრამ ექიმიდან რო გამოვედით, ისე უბრჭყვიალებდა თვალები... ჩავეხუტეთ ერთმანეთს“ - ამბობს თეო ჩივაძე.

მისი თქმით, ქიმიოთერაპიის კურსის მიმდინარეობისას, გიორგის ძალიან გაუჭირდა.

„მეგონა უფრო მეტად გაუჭირდებოდა. ვფიქრობდი, მორჩა, დავიღუპე-მეთქი. ექიმებმა გვითხრეს, ისეთი სქემა გვაქვს შედგენილი , თმა არ გასცვივდებაო. არ ელოდა, ხელში რომ შერჩა თმა, ეს მისთვის დიდი შოკი იყო“ - ამბობს თეო.

„ახლა ცოტა აჟიტირებულია. კანში ვერ ეტევა, ამბობს ესეც უნდა გავაკეთო, ისიც უნდა გავაკეთოო. ბედნიერია, სადღაც მაინც არის შიში, ისე ვერ ვიტყვი, რომ დამთავრდა ეს ყველაფერი. ალბათ რაღაცები არის ქინ, მაგრამ მთავარია გადავლახეთ კარგი შედეგით.“ - ამბობს მსახიობის დედა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42