სასაზღვრო პოლიციის უფროსმა მესაზღვრეებს პროფესიული დღე მიულოცა
პოლიტიკა - 11:04, 21 Mar, 2018     1642

სასაზღვრო პოლიციის უფროსი თეიმურაზ კეკელიძე, მესაზღვრის დღესთან დაკავშირებით, სასაზღვრო სექტორებს - „თრუსოსა“ და „დარიალს“ ესტუმრა.

თეიმურაზ კეკელიძემ აღნიშნულ სასაზღვრო სექტორებზე მომსახურე მესაზღვრეებს პროფესიული დღე მიულოცა და ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის დასაცავად გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

,,სასაზღვრო სამსახურის პასუხისმგებლობა უაღრესად დიდია, ეს პროფესია ძალიან საამაყოა, რადგან წარმოადგენს ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს. შესაბამისად, მე მადლობას ვუხდი თითოეულ იმ მესაზღვრეს, რომელიც პირნათლად ასრულებს თავის მოვალეობას ქვეყნის სამსახურში. ‘’- განაცხადა თეიმურაზ კეკელიძემ. მისივე თქმით, სასაზღვრო უწყებაში მიმდინარეობს რეფორმა, რომლის მთავარი მიმართულებები განათლება და განვითარება, ასევე, პირადი შემადგენლობის კარიერული სისტემის შემდგომი დახვეწა, მესაზღვრეების სამუშაო პირობების გაუმჯობესება და საზღვარზე ინფრასტრუქტურული და ლოჯისტიკური პროექტების განხორციელებაა.

,, წელს იგეგმება დაახლოებით 4 სექტორის მოდერნიზაცია ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით. ასევე, უაღრესად მნიშვნელოვანია ტექნოლოგიის მოდერნიზება იმისათვის, რომ მოხდეს მაქსიმალური გადაფარვა საზღვრის. ყოველივე ამისთვის ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ როგორც ქვეყნის შიგნით საზღვრის დაცვაში ჩართულ უწყებებთან, ასევე ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, გამოცდილების გაზიარების, თანამშრომლობის განვითარების და რესურსების მოზიდვის მიზნით.’’ განაცხადა სასაზღვრო პოლიციის უფროსმა.

თეიმურაზ კეკელიძემ სექტორ „თრუსოში“ 3 მესაზღვრე, ხოლო სექტორ „დარიალში“ 8 მესაზღვრე სამკერდე ნიშნებითა და შინაგან საქმეთა მინისტრის მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

მათ შორის იყო საქართველოს მასშტაბით ყველაზე ახალგაზრდა- 21 წლის მესაზღვრე - გელა ჩაბაკაურoც. ის მესაზღვრედ 2015 წლის დეკემბრიდან მუშაობს. ამჟამად, გელა ჩაბაკაური, პარალელურად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე, ბიზნესის ორგანიზების მართვის სპეციალობით სწავლობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მესაზღვრის პროფესიულ დღეს წელს, 21 მარტს უკვე მეცხრამეტედ აღნიშნავს. მესაზღვრის პროფესიული დღე 1999 წელს დაარსდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42