ექიმის განცხადებით, ვაკე საბურთლოს სამმართველოში დაკითხვაზე მისულმა ქართული მარშის წევრმა თავად მოითხოვა საავადმყოფოში გადააყვანა, თუმცა კონკრეტულად არაფერს უჩიოდა. ექიმის თქმით, მას დაზიანებები არ აღენიშნება.
სანდრო ბრეგაძისთვის ფიზიკური შეურაცხოფის მიყენებას, აბსურულს უწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. უწყებაში აცხადებენ, რომ ექიმების თანხმობის შემთხვევაში მას დღეს დილიდან გამოძიებისთვის „რუსთავი2“-ის შენობასთან მომხდარი ინციდენტის გამო ჩვენების გაგრძელება მოუწევს.
"ინფორმაცია სანდრო ბრეგაძის ცემის შესახებ არის მტკნარი სიცრუე და შსს აღნიშნულს არ ადასტურებს. ხვალ დილით ექიმების თანხმობის შემთხვევაში სანდრო ბრეგაძეს მოუწევს გამოძიებისთვის ჩვენების მიცემა" - აცხადებენ უწყებაში.
სამედიცინო დაწესებულებაში მყოფი სანდრო ბრეგაძის ფოტო გუშინ ე.წ „ქართულმა მარშმა“ ფეისბუკზე გაავრცელა, კომენტარით "პოლიციელების მიერ სასტიკად ნაცემია "ქართული მარშის" ლიდერი - სანდრო ბრეგაძე !!!" და მხარდამჭერებს შეკრებისკენ მოუწოდეს. თუმცა მოგვიანებით მათი გვერდიდან ეს ფოტო წაიშალა.
მასალის გამოყენების პირობები






