"ვაიმე, შვილო, თითი გაქვს მოჭრილი!.."- ეს იყო არჩილ ტატუნაშვილის დედის პირველი ფრაზა, როცა შვილის ცხედარს მოეფერა...
არჩილს მაჯები დახვრეტილი, მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი კი მოჭრილი აქვს...
მაპატიეთ ასეთი ნატურალიზმი, მაგრამ მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის მოჭრა ოკუპანტების "საფირმო" ხელწერაა: ასე სჯიან ისინი მოწინააღმდეგე სამხედროებს, იმ თითს აჭრიან, რითაც ჩახმახისთვის გამოუკრავს...
ახლა დაახლოებით ვიცით, როგორ აწამებდნენ ცოცხალ არჩილს...
და რა გულისამრევია ამ ფონზე კომენტარები
"ცხედრის დაზიანებებთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ", რაც ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისგან გვესმის, ვინც ცხედარი დაათვალიერა...“- წერს ლაშა ბერულავა ფეისბუკზე.
ცხედარზე არსებულ დაზიანებებზე საუბრობს ახალგორის გამგებელიც - ამის შესახებ განცხადება ნუგზარ თინიკაშვილმა, თბილისში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან, ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გააკეთა. პროცესი 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
"დაზიანებების კვალი ნამდვილად აღენიშნება, როგორც თქვეს მთვითმხილველებმა,"- განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა.
ოკუპირებული რეჟიმის მიერ მოკლულ ახალგაზრდას სავარაუდოდ შაბათს დაკრძალავენ.
ცხედარი თბილისიდან სოფელ წილკანში რამდენიმე საათის წინ გადაასვენეს. სასულიერო პირებმა გარდაცვლილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი უკვე გადაიხადეს. ოკუპირებული რეჟიმის მიერ მოკლულ არჩილ ტატუნაშვილს სავარაუდოდ შაბათს დაკრძალავენ.
მასალის გამოყენების პირობები






