"კონკრეტულ ნაბიჯად განიხილება ჟენევის დისკუსიების მონაწილეთა მიერ მისაღები პოლიტიკური განცხადება ძალის არგამოყენებასთან დაკავშირებით" - დავით დონდუა
პოლიტიკა - 19:28, 20 Mar, 2018     1548
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, შეიქმნას საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მეხუთე პუნქტის შესაბამისად.

„ჩვენი მიზანია, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში დაიწყოს საგნობრივი განხილვა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის, რაც აქამდე ვერ ხერხდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მეხუთე პუნქტის შესაბამისად. ამის საჭიროება ყველასთვის ნათელია, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოებისთვის.

სწორედ ამ მიზნის მისაღწევად გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯად ჩვენ მათ შორის, განვიხილავთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეთა მიერ მისაღებ პოლიტიკურ განცხადებას ძალის არგამოყენებასთან დაკავშირებით, რომელზეც წლებია მიმდინარეობს მუშაობა. ეს განცხადება რა თქმა უნდა არ ათავისუფლებს რუსეთის ფედერაციას ძალის არგამოყენების იურიდიული ვალდებულების დადასტურებისგან.

ჩვენ ჟენევაში გავაგრძელებთ თანმიმდევრული და პრინციპული პოზიციით მონაწილეობას და მოლაპარაკებებს, რათა მოიძებნოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზები, საერთაშორისო სამართლის და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების შესაბამისად.

თუ პროცესი კონსტრუქციულად წარიმართა, ეს აჩენს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში შემდგომი საგნობრივი მოლაპარაკებისთვის სივრცეს და მაღალი პოლიტიკური დონის ჩართულობის შესაძლებლობას, რის თაობაზეც ჩვენ მზაობა უკვე გამოვხატეთ“, – აცხადებს დავით დონდუა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42