“მესტიაჭალას ჰესი უსაფრთხოა მოსახლეობისთვის” - რომეო მიქაუტაძე
პოლიტიკა - 18:49, 20 Mar, 2018     1515

„მესტიაჭალას ჰესი უსაფრთხოა მოსახლეობისთვის, მინიმალურია გარემოზე ზემოქმედება და აუცილებელია აღნიშნული სიმძლავრეების ინტეგრირება ჩვენს სისტემაში,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ მესტიაში, მოსახლეობის იმ ნაწილთან შეხვედრის შემდეგ, რომლებიც მესტიაჭალა ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან. მისი თქმით, ადგილობრივებთან მოხდა შეთანხმება, რომ მომდევნო შეხვედრა 24 მარტს თბილისში ჩატარდება, რომელშიც ასევე მონაწილეობას მიიღებენ ექსპერტული წრეების წარმომადგენლებიც.

მსგავსი შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მოსახლეობასთან მესამედ გამართა. რომეო მიქაუტაძემ შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნო მესტიაჭალის ჰესის პროექტი და მისი გავლენა როგორც გარემოზე, ისე მოსახლეობაზე. აღინიშნა, რომ მესტიაჭალა ჰესი 1-ისა და მესტიაჭალა ჰესი 2-ის დადგმული სიმძლავრე 50 მგვტ-ია, ხოლო პროექტების საინვესტიციო მოცულობა 75 მლნ აშშ დოლარია. ითქვა, რომ მშენებლობა მიმდინარეობს დარგში არსებული თანამედროვე ტექნიკური მიღწევების სრული გამოყენებით, კაშხლის მოწყობისა და მდინარის დაგუბების გარეშე, სადაწნეო მილსადენის პრინციპით, რაც გამორიცხავს პროექტის მნიშვნელოვან ზეგავლენას გარემო პირობებზე.

რომეო მიქაუტაძემ ყურადღება გაამახვილა პროექტების სოციალურ მხარეზეც. კერძოდ, ელექტროსადგურების მშენებლობის შედეგად ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება, ხოლო ადგილობრივ ბიუჯეტში მნიშვნელოვანი შემოსავალი შევა, რაც მესტიის და მიმდებარე სოფლების კეთილდღეობას მოხმარდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42