„ძალადობას არ აქვს არავითარი გამართლება და მას უნდა დავუპირისპიროთ შესაბამისი რეაგირება. მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი იყო სამართალდამცავი ორგანოების ჩართულობა ამ ყველაფერში. ძალადობას სჭირდება აღკვეთა და შესაბამისი რეაგირება“-განაცხად ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, გუშინ რუსთავი2-ის ეზოში ქართულმა მარშმა საპროტესტო აქცია მოაწყო, მათ გადაადგილების საშუალება არ მისცეს ავტომობილს, რომელშიც არხის იურისტი თამთა მურადაშვილი და ჟურნალისტი გიორგი გაბუნია ისხდნენ. ისინი გაბუნიას ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ იმ განცხადების გამო, რომელიც მან „P.S”-ში გააკეთა. მათი თქმით ჟურნალისტმა მათი „რელიგიური გრძნობები“ შეურაცხყო. ფიზიკური ძალადობა განხორციელდა რ2-ის სხვა ჟურნალისტებზეც, ერთ-ერთ მათგანს დავით ერაძეს მიღებული დაზიანებების გამო ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
მასალის გამოყენების პირობები






