"ცალკეულ შემთხვევაში ეჭვი მაქვს რომ წახალისებულიც იყვნენ და ეს ძალიან სახიფათოა"- ლაფერაშვილი ე.წ "ქართული მარშის" მიერ განხორციელებულ თავდასხმაზე
პოლიტიკა - 18:34, 20 Mar, 2018     1442
რუსთავი2-ის ოფისზე ე.წ „ქართული მარშის“ მიერ განხორციელებულ თავდასხმას ტელეკომპანიის პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი გამოეხმაურა. ლაფერაშვილი შემაშფოთებელს უწოდებს მომხდარ ფაქტს და სიტყვის თავისუფლებისთვის შექმნილ საფრთხედ აფასებს. როგორც გიორგი ლაფერაშვილმა გამაცხადა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და შემაშფოთებელია ის რომ ამ ადამიანებს ეძლევათ თავისუფლად მოქმედების საშუალება და არის ეჭვი, რომ ზოგჯერ წახალისებულიც იყვნენ:

„არავის აქვს უფლება, ასეთი მეთოდებით არჩიოს საქმეები ტელეკომპანიის წარმომადგენლებთან და ჟურნალისტებთან. ეს იყო რამდენიმე ნიშნის შემცველი დანაშაული, ქონების დაზიანებიდან დაწყებული, ძალიან ბევრი ნიშანი იკვეთება. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი და შემაშფოთებელი ამ ამბავში არის ის რომ ამ ადამიანებს ეძლევათ თავისუფლად მოქმედების საშუალება, ყოველ შემთხვევაში აქამდე ასე იყო , ცალკეულ შემთხვევაში ეჭვი მაქვს რომ წახალისებულიც იყვნენ, ეკეთებინათ ის რასაც აკეთებდნენ და ეს ძალიან სახიფათოა. სიტყვის გამოხატვის თავისუფლება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება, რასაც ემყარება ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ეს არავითარ შემთხვევაშია არ უნდა დაირღვეს.“- განაცხადა გიორგი ლაფერაშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ რუსთავი2-ის ეზოში ქართულმა მარშმა საპროტესტო აქცია მოაწყო, მათ გადაადგილების საშუალება არ მისცეს ავტომობილს, რომელშიც არხის იურისტი თამთა მურადაშვილი და ჟურნალისტი გიორგი გაბუნია ისხდნენ. ისინი გაბუნიას ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ იმ განცხადების გამო, რომელიც მან „P.S”-ში გააკეთა. მათი თქმით ჟურნალისტმა მათი „რელიგიური გრძნობები“ შეურაცხყო. ფიზიკური ძალადობა განხორციელდა რ2-ის სხვა ჟურნალისტებზეც, ერთ-ერთ მათგანს დავით ერაძეს მიღებული დაზიანებების გამო ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42