"კარების გაღებას შეეცადნენ და ჩვენ გადმოთრევას მანქანიდან"- გიორგი გაბუნია თავდასხმის დეტალებს იხსენებს (ვიდეო)
პოლიტიკა - 18:23, 20 Mar, 2018     9137

რუსთავი2-ის ეზოში გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საგამოძიებო ორგანოში რ2-ის ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია გამოკითხვაზე მივიდა. გაბუნიამ გამოკითხვაზე შესვლამდე კომენტარი მედიასთან გააკეთა და გუშინ მასზე განხორციელებული თავდასხმის დეტალები გაიხსენა. გაბუნიას თქმით, მას ავტომობილიდან გადმოთრევით და ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ:

„ჩვენ რომ ავდიოდით მეორე მანქანა მოდიოდა, რომელსაც გზა დავუთმეთ და აღმოჩნდა რომ სწორედ ამ მანქანაში იჯდა სადღობელაშვილი, რომელიც მოდიოდა და უნდა მიეღო მონაწილეობა აქციაში. მან დამინახა მე, გააჩერა მანქანა, მითხრა, რომ ზუსტად შენთან მოვდივარ სად მიდიხარო, გადმოვიდა მანქანიდან დაუძახა დანარჩენებს, რომლებიც უკვე შეკრებილები იყვნენ, უთხრა რომ ალყა შემოერტყათ მანქანისთვის, ეს არ იყო უბრალოდ რომ ალყაშემორტყმული ვიყავით და დაძვრის საშუალებას არ გვაძლევდნენ. ისინი იმუქრებოდნენ, იგინებოდნენ , იფურთხებოდნენ. მანქანას ურტყამდნენ ძალიან ძლიერად, ახტნენ „კაპოტზე“ , ამიტომაც არის თამთას მანქანა დაზიანებული. ურტყამდნენ ძალიან ძლიერად შუშას. იმუქრებოდნენ რომ გადმოგვათრევდნენ, გვცემდნენ და ასე შემდეგ. ვისთანაც ერთადაც ვიჯექი ავტომობილში, მას ჩვევა აქვს, რომ როგორც კი ჯდება ავტომატურად კეტავს კარს, თორემ უბრალოდ რომ კარი დაკეტილი არ ქონოდა, პირველი რაც ამ ადამიანებმა სცადეს იყო, რომ კარების გაღებას შეეცადნენ და ჩვენ გადმოთრევას მანქანიდან. აი მაგალითად, კარი რომ არ ყოფილიყო დაკეტილი, მე აქ ინტერვიუს ვერ მოგცემდით.“- განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

შეგახსენებთ, გუშინ რუსთავი2-ის ეზოში ქართულმა მარშმა საპროტესტო აქცია მოაწყო, მათ გადაადგილების საშუალება არ მისცეს ავტომობილს, რომელშიც არხის იურისტი თამთა მურადაშვილი და ჟურნალისტი გიორგი გაბუნია ისხდნენ. ისინი გაბუნიას ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ იმ განცხადების გამო, რომელიც მან „P.S”-ში გააკეთა. მათი თქმით ჟურნალისტმა მათი „რელიგიური გრძნობები“ შეურაცხყო. ფიზიკური ძალადობა განხორციელდა რ2-ის სხვა ჟურნალისტებზეც, ერთ-ერთ მათგანს დავით ერაძეს მიღებული დაზიანებების გამო ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42