საქართველოში სანთებელების კონტროლი ამოქმედდა
პოლიტიკა - 16:58, 20 Mar, 2018     2041

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, საქართველომ აიღო ვალდებულება სანთებელების კონტროლი დაეწესებინა, რაც 2018 წლიდან ამოქმედდა. კერძოდ, დასაშვებია მხოლოდ ისეთი სანთებელას გაყიდვა, რომელიც დაპროექტებული და აწყობილია იმგვარად, რომ ჩვეულებრივი მოხმარების პირობებში შეუძლებელია მისი გამოყენება 51 თვეზე მცირე ასაკის (4.3 წელი) ბავშვის მიერ. ამ ვალდებულების შესრულებაზე კონტროლი კი დაევალა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ისეთი სანთებელების ბაზრიდან ამოღება, რომლებიც ზემოაღნიშნულ მოთხოვნას არ აკმაყოფილებენ. ინფორმაციას ამის შესახებ momxmarebeli.ge ავრცელებს.

„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ აღნიშნულ რეგულაციას მიესალმება და აცხადებს, რომ ასეთი ზომები ხანძრის საშიშროებას შეამცირებს:

„საქართველოში გახშირებული ხანძრების ფონზე, ვფიქრობთ გამართლებულია ისეთი ზომის მიღება, რომლებიც ხანძრის საშიშროებას შეამცირებს. ასე რომ, თუ წააწყდებით ისეთ სანთებელას, რომელიც ადვილად არ ინთება, იცოდეთ, რომ ეს შეიძლება არა ტექნიკური წუნი იყოს, არამედ უსაფრთხოების ზომა. ამავე დროს, თუკი ნახავთ, რომ იყიდება ისეთი სანთებელა, რომლის ანთებაც მცირეწლოვან ბავშვს შეუძლია, ეს სავარაუდოდ, კანონდარღვევაა. გთხოვთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინოთ და ასეთი ფაქტების შესახებ აცნობოთ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს. ამით თქვენ საკუთარ თავსა და სხვებსაც ხანძრისაგან დაიცავთ.“ - ნათქვამია „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42