სასამართლო სისტემის გარდაქმნისა და გაჯანსაღების გარეშე ,,გირგვლიანის შესწორებები“ ფარსი იქნება - ანა ნაცვლიშვილი
პოლიტიკა - 16:37, 20 Mar, 2018     1194
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი მიესალმება საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივას ,,გირგვლიანის შესწორებების“ საპარლამენტო განხილვის დაწყებასთან დაკავშირებით, თუმცა აცხადებს, რომ ,,გირგვლიანის შესწორებები“ სასამართლო სისტემის არსებითად გარდაქმნის გარეშე ფარსი იქნება.


ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებები უნდა გატარდეს იმისთვის, რომ ქვეყანა დაზღვეული იყოს მომავალში სისტემური უფლებადარღვევების გამეორებისგან, მაგრამ ნებისმიერი ცვლილება, რომელიც გირგვლიანის სახელით განხორციელდება უნდა მოიცავდეს სასამართლო სისტემის არსებითად გარდაქმნას, ამის გარეშე ნებისმიერი ცვლილება იქნება ფარსი.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, სასამართლო სისტემა უნდა დატოვონ იმ ადამიანებმა, რომლებიც მოსამართლეების სახელით, წლების განმავლობაში, უსამართლობას ფუთავდნენ და აფორმებდნენ სამართლიანობის სახელით. სასამართლო სისტემა უნდა გაჯანსაღდეს და მხოლოდ ასეთ პირობებში იქნება შესაძლებელი, რომ ქვეყანა დაცული იყოს სისტემური დანაშაულების გამეორებისგან.

,,გარდა ამისა, ძალიან მაღალი დონის შეხვედრებზე, ბრიუსელსა და ვაშინგტონში, ყველა ჩვენი პარტნიორი გამოხატავდა წუხილს იმ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს ქართულ მართლმსაჯულების სისტემაშია შემქნილი.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უკვე გადავდგით ნაბიჯები იმისთვის, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებები იყოს მაქსიმალურად სწორი მიმართულებით გაწერილი.

დახმარებისთვის მოვიწვიეთ გაერო-ს სპეციალური მომხსენებლები საქართველოში, რომლებსაც მსგავს სიტუაციებთან გამკლავების ცოდნა გააჩნიათ; ასევე მზად ვართ, რომ გადავდგათ სხვა ნაბიჯები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ცვლილებები დროულად გახდეს საჯარო, რათა საზოგადოებამ შეძლოს ჩაერთოს ამ პროცესში და საზოგადოებრივი მოსაზრებები იყოს გათვალისწინებული.

გირგვლიანის საქმე იყო ის საქმე, რომელმაც გააერთიანა ქართული საზოგადოება. შესაბამისად, წარმოუდგენელია, საზოგადოებრივი ჩართულობის და საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების გარეშე დაიწეროს, გირგვლიანის სახელით, რაიმე ტიპის საკანონმდებლო ცვლილება“ - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42