მისი თქმით, თუ "რუსთავი2"-ის წინააღმდეგ მომხდარი შეტევის მონაწილეები არ დაისჯებიან, იქნება საკმარისი საფუძველი იმის საფიქრებლად, რომ ხელისუფლება ახალისებს დამოუკიდებელი ტელეკომპანიის წინააღმდეგ ძალადობას.
„გუშინ რაც მოხდა "რუსთავი2"-ის შენობასთან ეს ნამდვილად არ იყო ე.წ. „ქართული მარშის“ სპონტანური რეაქცია. ეს იყო კარგად დაგეგმილი და ორგანიზებული თავდასხმა "რუსთავი2"-ზე. ზოგადად, ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში მიჩვეული ვართ, რომ "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ ნებისმიერი ფორმის ძალადობა გამართლებულია, ეს იქნება სამართლებრივი, მორალური, თუ ფიზიკური - ეს მოხდა სწორედ გუშინაც
თუ ამ შემთხვევაშიც გუშინდელი თავდამსხმელები კანონის წინაშე არ დაისჯებიან და კანონი არ დადგება თავის სიმაღლეზე ჩვენ ყველანაირი საფუძველი გვაქვს ვთქვათ, რომ ამ ძალადობის უკან ხელისუფლება დგას და ხელისუფლება უნთებს მწვანე შუქს ძალადობას, რომელიც მიმართულია "რუსთავი2"-ის წინააღმდეგ,“- განაცხადა ზაალ უდუმაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






