40 ათასი ხელფასი და RMG-ის სახელისუფლო ინტერესები - ნიკა მელია კომპანიაში მაღალჩინოსნების ინტერესებზე საუბრობს
პოლიტიკა - 14:47, 20 Mar, 2018     2884
კულტურის ყოფილ მინისტრს, ქუმსიშვილი ძეგლსითვის სტატუსის მოხსნას აძალებდა. ვისი ინტერესებია ის, რომ მილიარდ 300 მილიონი ოქრო და სპილენძია გასული ქვეყნიდან - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრმა ნიკა მელიამ ტვ ,,პირველის“ ეთერში განაცხადა.

ნიკა მელია აცხადებს, რომ RMG-ის უკან სახელისუფლო ინტერესები დგას და იქ დასაქმებული არიან ყოფილი მაღალჩინოსნები. ენმ-ის ლიდერი ამბობს, რომ კომპანიის დირექტორი კობა მენაბდიშვილი, რომელიც გუშინ პოლიტიკური განცხადებებით გამოირჩეოდა, 40 ათასი ლარი აქვს, ხოლო მისი ძმა, საკრებულოს წევრია.

„ესენი არიან დამიანები, ვინც 2014 წელს ქართული ოცნების იმ მინისტრსაც კი, ბატონ ოდიშარიას, ვერ მოაწერინეს ხელი და ძეგლის სტატუსი ვერ მოახსნევინეს, შემდეგ მოხსნეს, ორი თვის განმავლობაში. ახალ კულტურის მინისტრს ვერ ნიშნავდნენ, ვერ პოულობდნენ ადამიანს, რომელიც ხელს მოაწერდა, შემდეგ იპოვეს ბატონი გიორგაძე, დანიშნეს 2014 წლის სექტემბერში და დეკემბერში მოაწერა ხელი და ააფეთქეს დეკემბრის თვეშივე.

ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ გაბედ ის, რაც გაბედა გიორგაძემ. გიორგაძემდე ვინც იყო კულტურის მინისტრი განუცხადებია, თუ როგორ სთხოვდა და აძალებდა ქუმსიშვილი სტატუსის მოხსნას, ვისი ინტერესებია ის, რომ მილიარდ 300 მილიონი ოქრო და სპილენძია გასული ქვეყნიდან, მაშინ როცა მიზერული თანხა შეაქვთ ბიუჯეტში, დამატებითი ღირებულების გადასახადს იხდიან და შემდეგ უკან უბრუნდებათ. რეალურად ეს კომპანია არ არის RMG-ის კომპანია, როგორც კერძო კომპანია, ეს არის სახელისუფლებო, სადაც დასაქმებულნი არიან ყველა ყოფილი მაღალჩინოსანი, დიდი წვლილი იმისა, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო როგორც ასეთი, აღარ არსებობს, სწორედ rmg-ის დამსახურებაა. ის მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც პასუხისმგებელი იყო, რომელსაც უნდა გაეწია მონიტორინგი და მსგავსი, ეს ადამიანები გადალაგდნენ და მუშაობენ ამ კომპანიაში მაღალ თანამდებობაზე, რეგიონში არც სუსი არც პროკურატურა არ არსებობს, მთელი ხელისუფლება აქვს ამ კომპანიას. გუშინაც მთელი გზა მოფენილი იყო სუს-ის თანამშრომლებით, ძალაუფლებასთან ერთად აქვთ ფული, ჰყავთ მოზონდერო ელემნტები, როგორიცაა მაგლითად კობა მენაბდიშვილი, რომელიც არის საწარმოოს დირექტორი და ხელფასი თვეში აქვს 40 ათასი ლარი. რომელიც დიახაც ტექნიკურად იყო შემსრულებელი საყდრისის ამფეთქებელი, ის იყო რიგითი ამფეთქებელი, ეს დაუფასეს და დანიშნეს საწარმოს დირექტორად.

ამ ადამაინს 40 ათასი ლარი აქვთ თვეში ხელფასი, ადამიანი რომელიც გუშინ პოლიტიკური განცხადებებით გამოირჩეოდა და ასევე მის ძმას, რომელიც საკრებულოს წევრია“ - აცხადებს ნიკა მელია.

მისივე თქმით, გარემოს დაბინძურების გამო, ბოლნისის გადარჩენა პრაქტიკულად უკვე შეუძლებელია. მელია კომპანიის დირექტორის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც მან ოპოზიციას ბიზნესიტერესებში დასდო ბრალი.

„მასიურად სიმსივნით დაავადებული ადამიანები არიან, ერთ ოჯახს ორი ადამიანი ვნახე სიმსივნით დაავადებული. იმდენად დაბინძურია წყალი, ჰაერი, ტრაგედია ტრიალებს, მაგრამ დმანისის გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია.

იმ 16 ჰექტარზე ზღაპრებს ჰყვებიან, თურმე ხედავს გაერთიანებული ოპოზიციური პარტიების რიგებში ბიზნეს ინტერესებს, ასეთი კადნიერება გინახავთ?

ადამიანი, რომელიც პოლიტიკური განცხადებებით გამოირჩეოდა, 40 ათასი ლარი აქვს ხელფასი“ - აცხადებს ნიკა მელია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42