ბატონო გიორგი, ქრისტე გაპატიებთ, მაგრამ ე.წ "ქრისტიანობის დამცველები" არ გპატიობენ - ეპისკოპოსი საბა
პოლიტიკა - 13:24, 20 Mar, 2018     5207
ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მიერ “რუსთავი 2”-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებას, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა (ინწკირველი) “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება. ეპისკოპოსი საბა ტელეკომპანიაზე თავდასხმაში მონაწილე პირებს ეგრეთ წოდებულ „ქრისტიანობის დამცველებს“ უწოდებს და აცხადებს, რომ მთავრი პრობლემა, რომელიც დღეს არსებობს, არის ქრისტიანობა სიყვარულის გარეშე:

„ჩემთვის, როგორც ქრისტიანისთვის, გასაკვირი არ არის ის რომ, მიუღებელია დამცინავი და მკრეხელური ფორმით იესუ ქრისტეს ხსენება. არც ბატონი გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებული სიუჟეტი ყოფილა მისაღები და როგორც ქრისტიანს მქონდა რეაქციაც. თუმცა, შევთხოვ უფალს რომ აპატიოს მას.

ბატონო გიორგი, იესუ ქრისტე არის სიყვარული და ის გაპატიებთ მაგრამ, ეგრეთ წოდებული ,,ქრისტიანობის დამცველები" არ გპატიობენ. აი, ეს არის ჩემთვის გასაკვირი.

მინდა, გკითხოთ თქვენ ჩემო საყვარელნო?! არის თქვენთვის მისაღები დედის გინება იესუ ქრისტეს სახელის ხსენების შემდეგ?! ან მოწოდება რაიმე სახის ძალადობისკენ?! განა ასეთი საქციელით არ შეურაცხყოფთ იესუ ქრისტეს სახელს?! როდესაც ეკითხებიან იესუ ქრესტეს, რით გვიცნობენ ჩვენ რომ შენი მოწაფეები ვართ? უფალი მათ პასუხობს, ,,სიყვარულით!" ყველაზე მეტად რისი პრობლემაც არის დღეს ეს არის ქრისტიანობა სიყვარულის გარეშე; რაც ნიშნავს, ღმერთის გარეშე ყოფნას. შემთხვევით არ იყო წინა კვირას როდესაც, მისმა უწმინდესობამ მრევლს სამგზის გაამეორებინა იოანე ღვთისმეტყველის სიტყვები: ,, ღმერთი არის სიყვარული, სიყვარული გადაგვარჩენს"!

პავლე მოციქული ბრძანებს, ,,სიყვარულმა დაჰფაროს სიმრავლეი ცოდვათა".

მიუტევეთ და გიყვარდეთ ერთმანეთი!

ქრისტეს მიერ სიყვარულით,
ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა (ინწკირველი)






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42