საქსტატში გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების საკითხებზე სემინარი მიმდინარეობს
პოლიტიკა - 13:47, 20 Mar, 2018     1386
გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში სამდღიან სემინარს მართავს თემაზე: "FAO-ს პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფი მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) ინდიკატორები“. ღონისძიების მიზანია, შესაბამის სტრუქტურებში ცნობიერების ამაღლება გაეროს იმ გლობალური მიზნების შესახებ, რომლებიც სოფლის მეურნეობასა და გარემოს დაცვას უკავშირდება

საქსტატში მიმდინარე სემინარზე დეტალურად განიხილება FAO-ს პასუხიმგებლობის ქვეშ მყოფი გლობალური მიზნების 21 ინდიკატორი, ანუ შეფასების ის კრიტერიუმები, რომელთა მეშვეობითაც ეროვნული მთავრობები და გაეროს სააგენტოები გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას აფასებს. სემინარზე მოხდება ისეთი მიმართულებების მიმოხილვა, როგორებიცაა: ინდიკატორებისთვის საჭირო მონაცემების შეგროვების მეთოდოლოგია, მონაცემთა წყაროები და ინდიკატორების შემუშავებასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები. საუბარი იქნება FAO-ს როლზე გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) განხორციელებასა და მონიტორინგში როგორც რეგიონულ , ასევე ეროვნულ დონეზე.

სასწავლო სემინარი დღეს გაიხსნა და 22 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. მასში მონაწილეობენ საქსტატის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, სხვადასხვა სამინისტროების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

2015 წელს გაეროს წევრი 193 ქვეყანა შეთანხმდა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის დოკუმენტზე, სათაურით - „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის“. ეს დღის წესრიგი მოიცავს 17 გლობალურ მიზანს და 169 ამოცანას. გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები (SDG) მიმართულია სიღარიბისა და შიმშილის დაძლევისა და ბუნებრივი რესურსების აღდგენისაკენ და ორიენტირებულია სამ ურთიერთდაკავშირებულ ელემენტზე: ეკონომიკური ზრდა, სოციალური ინკლუზია და გარემოს დაცვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42