ირაკლი ოქრუაშვილის სკანდალური აღიარება - ყოფილი გენპროკურორი „ტვ იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ მიმართ დანაშაულებრივ ქმედებებს ადასტურებს
პოლიტიკა - 13:10, 20 Mar, 2018     1458
ირაკლი ოქრუაშვილი, რომელსაც წინა ხელისუფლების დროს მაღალი თნამდებობები ეკავა და სხვადასხვა დროს შს მინისტრი, გენერალური პროკურორი და თვდაცვის უწყების ხელმძღვანელი იყო, სკანდალურ განცხადებას აკეთებს და 2004 წლის თებერვალში, ტელეკომპანია „იბერიასა“ და, საერთოდ, „ომეგა ჯგუფის“ კომპანიებში სპეცრაზმით შეჭრას აღიარებს

მართალია, ტვ „იბერიას“ საქმეზე ოქრუაშილი სასამართლოზე ამჯერად მოწმის სტატუსით დაიკითხა, მაგრამ საგულისხმოა მისი განცხადება. კერძოდ, მან სასამართლოს განუცხადა, რომ იმ თათბირს ესწრებოდა, როცა ზურაბ ადეიშვილი და მიხეილ სააკაშვილს ტვ „იბერიას“ ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის დეტალებზე საუბრობდნენ, ანუ დანაშაულის დეტალების საქმის კურსში იყო.

ამასთნ, ოქრუაშვილმა სასამართლოს განუცხადა, რომ ტელეკომპანია „იბერიას“ სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევაში უშუალოდ ჩართულები იყვნენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, რომელსაც 2004 წლის ივნისიდან გენერალური პროკურორის თანამდებობა ეკავა.

ოქრუაშვილმა, რომელიც 2004 წელს შს მინისტრი იყო, სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ტელეკომპანია „იბერიას“ ლიცენზიის ჩამორთმევის გეგმას მაშინდელი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი ედგა სათავეში და ამ გეგმის მიმდინარეობს შესახებ მიხეილ სააკაშვილსაც საქმის კურსში სწორედ ადეიშვილი აყენებდა.

„მოწმე ირაკლი ოქრუაშვილმა დაადასტურა, რომ ტელეკომპანია „იბერიას“ ლიცენზიის ჩამორთმევის პროცესში ჩართული იყო მაშინდელი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი. ამასთან, ოქრუაშვილმა უშუალოდ გაიხსენა, თუ რა გარემოებებში ხდებოდა აღნიშნული გეგმის განხორციელება, რომლის შესახებაც მან მოახსენა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და აღნიშნულ შეხვედრას თავად ირაკლი ოქრუაშვილიც ესწრებოდა. შესაბამისად, ოქრუაშვილმა დაადასტურა ბრალდების მხარის ვერსია, რომ სწორედ ზურაბ ადეიშვილის მიერ მომდინარეობდა ტელეკომპანია „იბერიას“ ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევა,“ - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პროკურორმა ემზარ გაგნიძემ.

შეგახსენებთ: ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფში“ სპეციალური დანიშნულების რაზმები 2004 წლის 19 თებერვალს შეიჭრნენ. მათ მოახდინეს ტელეკომპანიის ბლოკირება და შეწყვიტეს მაუწყებლობა. ტელევიზიის პარალელურად, სპეცრაზმი შევიდა „ომეგა ჯგუფის“ ყველა დაწესებულებაში, საიდანაც გაიტაცეს ათეულობით მილიონი ლარის სარეალიზაციოდ გამზადებული პროდუქცია. დაამტვრიეს და გაანადგურეს კომპანიის ინფრასტრუქტურა და ასევე, გაიტაცეს ტელეკომპანია „იბერიას“ ძვირადღირებული ტექნიკა, რომლითაც ტელევიზიის განახლება იგეგმებოდა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქმე გახსნილად 2016 წელს გამოაცხადა. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულნი არიან იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და გენერალური პროკურორის მაშინდელი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42