ბოკერია „ქართული ოცნებისა“ და „ქართული მარშის“ იდეოლოგიურ თანხვედრაზეც საუბრობს.
„ივანიშვილის გუნდი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან თანამშრომლობს ,,ქართულ მარშთან“. მათ ერთი პოზიცია აქვთ ბევრ საკითხში და ხელისუფლებაც დაუსჯელობის ყველაზე დაბალი სტანდარტით უდგება ,,ქართული მარშის’’ მოქმედებას. ყველას გვახსოვს პოლიტიკური მხარდაჭერის განცხადებებიც და ისიც, თუ როგორ იყენებდა ხელისუფლება ,,ქართულ მარშს’’ პოლიტიკური ოპონენტების და უმცირესობის წინააღმდეგ.
გუშინდელი რეაქცია, რაც ვიხილეთ, ტოლობის ნიშნის დასმა იყო მსვერპლსა და თავდასხმას შორის. ეს არის პირდაპირ წახალისება ამ ძალადობის. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა გადაწყდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ,,ქართული ოცნების’’ გუნდი იქნება ჩამოშორებული არჩევნების გზით,“- ამბობს ბოკერია.
გიგა ბოკერიას განცხადებით, ,,ქართული მარშის“ ძალადობა წახალისებულია ხელისუფლების მხრიდან და ამ თავდასხმასაც ადეკვატური რეაგირება არ მოჰყვება.
„ხელისუფლებას ეს ჯგუფები სჭირდება საკუთარი ოპონენტების წინააღმდეგ, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა არის ისიც, რომ ასეთი დაჯგუფებები დაკავშირებულები არიან ჩვენს ჩრდილოეთ მეზობელთან მსოფლმხედველობით, შეხედულებებით, მათ საქმეს აკეთებენ და სიძულვილს ქადაგებენ. ძალადობენ ხალხზე , ოპონენტებზე და სხვადსხვა უმცირესობაზე,“ - განაცხადა ბოკერიამ.
მასალის გამოყენების პირობები






