"ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ დმანისის გადარჩენის ფონდს ხელოვნურად უქმნიან წინაღობებს.
"აუცქციონის დღეს მივიღეთ ინფორმაცია, რომ იუსტიციის სამინისტრომ ფონდს რეგისტრაციაში დაუდგინა ხარვეზი. რომ არა ჩვენი მზაობა, პერსონალურად გიორგი ვაშაძე დარეგისტრირდა აუქციონზე, ჩათვალეთ, რომ დღევანდელ აუქციონზე RMG GOLD დარჩებოდა აბსოლუტურად მარტო. ჩვენ მზად ვართ ყველანაირი ხრიკისთვის, რომელიც შეიძლება ხელისუფლებამ შემოგვთავაზოს"- თქვა ქარდავამ.
ოპოზიციის შეფასებით, ეს არის ნათელი მაგალითი, იმისა რომ სახელმწიფო კერძო კომპანიას ლობირებს.
სოფელ დიდ დმანისში მდებარე 162868.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მფლობელის ვინაობა დღეს გაირკვევა. აუქციონში, რომელშიც მონაწილეობას RMG Gold-ი და დმანისის გადარჩენის ფონდი იღებს მონაწილეობას დღეს 17:00 საათზე დასრულდება.
გუშინ აღნიშნულ ტერიტორიაზე „დმანისის გადარჩენის ფონდის“ წევრები იმყოფებოდნენ, ისინი Rmg Gold-ისთვის აუქციონის პრინციპით, კომპანიაზე მორგებული პირობებით ტერიტორიების გადაცემას აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ აღნიშნული ტერიტორიით Rmg Gold-ი უკვე სარგებლობს.
მასალის გამოყენების პირობები






