RMG GOLD-ის მავნებლობაზე საუბრობს "თავისუფალი დემოკრატების" აღმასრულებელი მდივანი თამარ კეკენაძე.
"გუშინ, საზოგადოებასთან ერთად ვნახეთ თუ რა მდგომარეობაში აყენებს RMG GOLD - ი ქვემო ქართლის ტერიტორიას, როგორ იწამლებიან იქ ადამიანები და როგორ მოქმედებს მათი საქმიანობა, რომელიც სტანდარტების უხეში დარღვევით მიმდინარეობს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ოპოზიცია ერთობლივი ძალებით ვცდილობთ ხელი შევუშალოთ ამ პროცესს"- აღნიშნა კეკენაძმ.
ოპოზიციის შეფასებით, ეს არის ნათელი მაგალითი, იმისა რომ სახელმწიფო კერძო კომპანიას ლობირებს.
სოფელ დიდ დმანისში მდებარე 162868.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მფლობელის ვინაობა დღეს გაირკვევა. აუქციონში, რომელშიც მონაწილეობას RMG Gold-ი და დმანისის გადარჩენის ფონდი იღებს მონაწილეობას დღეს 17:00 საათზე დასრულდება.
გუშინ აღნიშნულ ტერიტორიაზე „დმანისის გადარჩენის ფონდის“ წევრები იმყოფებოდნენ, ისინი Rmg Gold-ისთვის აუქციონის პრინციპით, კომპანიაზე მორგებული პირობებით ტერიტორიების გადაცემას აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ აღნიშნული ტერიტორიით Rmg Gold-ი უკვე სარგებლობს.
მასალის გამოყენების პირობები






