"აუქციონამდე რამდენიმე საათით ადრე, ფონდის რეგისტრაცია დაგვიხარვეზეს"- ოპოზიცია აუქციონში პერსონალურად იღებს მონაწილეობას
პოლიტიკა - 11:21, 20 Mar, 2018     1966
ოპოზიციური პარტრტიის წარმომადგენლები, რომელმაც დმანისის გადარჩენის მიზნით ფონდი დაარეგისტრირეს ეკონომიკის სამინისტროში იმყოფებიან და აუქციონში მონაწილეობას იღებენ.

როგორც გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სამინისტრო დმანისის გადარჩენის ფონდს ხელოვნურად უქმნის პრობლემას.

მისი თქმით, გუშინ, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ მათ აცნობეს, რომ დოკემეტში ტექნიკური ხარვეზები ჰქონდათ, რაც მისი შეფასებით ბუნდოვანი განმარტებაა.

მიუხედავად ამისა ვაშაძის თქმით, მათ წინასწარ გადადგეს პრევენციული ნაბიჯები და ის მაინც, პერსონალურად მიიღებს გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობას.

"როგორც ვთქვით, ჩავერთეთ აუქციონში და პროცესს მივყვებით ბოლომდე. გუშინ, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, დაგვიკავშირდნენ იუსტიციის სახლიდან და გვითხრეს, რომ ჩვენი ფონდის წესდება დახარვეზდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფონდმა ვერ გაიარა რეგისტრაცია. ოპოზიციურმა პარტიებმა ფონდი დავარეგისტრირეთ აუქციონში მონაწილეობისთვის,RMG გოლდის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ველოდით მსგავსს სცენარს, სწორედ ამიტომ, თავის დაზღვევის მიზნით, პარალელურად დავრეგისტრირდი მეც ფიზიკურ პირად და ვიღებთ აუქციონში მონაწილეობას. ეს ყოველივე ადასტურებს, რომ სახელმწიფო და ბიზნეს სექტორი, ამ შემთხვევაში RMG გოლდი, არიან დანაშაულებრივ შეთქმულებაში და ყელაფერს აკეთებენ იმისთვის რომ ადამიანების ჯანმრთელობის ხარჯზე მიითვისონ კიდევ უფრო მეტი თანხები. ჩვენ ვრჩებით სამინისტროსთან და ვაგრძელებთ აუქციონში მონაწილეობას"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ოპოზიციის შეფასებით, ეს არის ნათელი მაგალითი, იმისა რომ სახელმწიფო კერძო კომპანიას ლობირებს.

სოფელ დიდ დმანისში მდებარე 162868.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მფლობელის ვინაობა დღეს გაირკვევა. აუქციონში, რომელშიც მონაწილეობას RMG Gold-ი და დმანისის გადარჩენის ფონდი იღებს მონაწილეობას დღეს 17:00 საათზე დასრულდება.

გუშინ აღნიშნულ ტერიტორიაზე „დმანისის გადარჩენის ფონდის“ წევრები იმყოფებოდნენ, ისინი Rmg Gold-ისთვის აუქციონის პრინციპით, კომპანიაზე მორგებული პირობებით ტერიტორიების გადაცემას აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ აღნიშნული ტერიტორიით Rmg Gold-ი უკვე სარგებლობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42