როგორც გრიგორიევმა განაცხადა, აფხაზეთში არჩევნები შედგა .
„რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისად, აფხაზეთში მოსახლეობამ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. ხმის მიცემის მიზნით, მოქალაქეებისთვის 20 საარჩევნო უბანი გაიხსნა. კენჭისყრაში მონაწილეობა 41,149 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა“ - განაცხადა გრიგორიევმა.
გრიგორიევმა შედეგები გაასაჯაროვა:
- ვლადიმერ პუტინი - 94,21 პროცენტი; 39 427 ხმა
- პაველ გრუდინინი - 2,46 პროცენტი; 1029 ხმა
- ვლადიმირ ჟირინოვსკი - 1,56 პროცენტი; 654 ხმა
- სერგეი ბაბურინი - 0,68 პროცენტი; 286 ხმა
- ქსენია სობჩაკი - 0,59 პროცენტი; 247 ხმა
- მაქსიმ სურაიკი - 0,24 პროცენტი; 98 ხმა
- გრიგორი იავლინსკი - 0,15 პროცენტი; 65 ხმა
- ბორის ტიტოივი - 0,1 პროცენტი. 45 ხმა
გრიგორიევის თქმით, აფხაზეთში, ისევე როგორც მთელ რუსეთში, პუტინმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.
შეგახსენებთ, 65 წლის ვლადიმირ პუტინი ისევ რუსეთის პრეზიდენტია .
ადამიანი, რომელიც დღეის ჩათვლით უკვე მე-18-ე წელია მართავს ქვეყანას, ქვეყნის სათავეში მინიმუმ კიდევ 6 წელი დარჩება.
საპრეზიდენტო არჩევნებზე მან ხმების 76,65%-ი მიიღო. რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, საპრეზიდენტო არჩევნებზე პუტინს მხარი 55 მილიონ 403 971-მა ადამიანმა დაუჭირა.
მასალის გამოყენების პირობები






