იან კელის ელჩობის პერიოდი გამორჩეული ისტორიული ეტაპი იყო საქართველო-აშშ-ის ურთიერთობაში - ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა - 11:23, 20 Mar, 2018     1376
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, იან კელის საქმიანობის ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით გამართულ გამოსამშვიდობებელ მიღებაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იან კელის მიერ საქართველოში გაწეულ სამუშაოზე ისაუბრა და მისი ელჩობის პერიოდი გამორჩეულ ისტორიული ეტაპად შეაფასა:

„მოხარული ვარ, რომ მაქვს პატივი, მადლობა გადავუხადო ბატონ ელჩს მის მიერ გაწეული სამუშაოსათვის 4-წლიანი მისიის განმავლობაში საქართველოში. მე ვიტყოდი, რომ მისი ელჩობის პერიოდი კიდევ ერთი გამორჩეული ისტორიული ეტაპი იყო საქართველო-ამერიკის ურთიერთობის გაღრმავების მხრივ და ჩვენ დიდად ვაფასებთ ამერიკის წვლილს ჩვენი სახელმწიფოებრიობის გაძლიერებაში და ასევე დიდად ვაფასებთ ბატონი ელჩის პირად წვლილს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის განმტკიცებაში.“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ

პარლამენტის თავმჯდომარემ ორი ქვეყნის თანამშრომლობისა და ურთიერთობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„მე ბევრს არ ვისაუბრებ საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობისა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, მხოლოდ ვიტყვი, რომ ჩვენი ქვეყნისათვის არსებითი მნიშვნელობისაა, რომ ჰყავს ასეთი ძლიერი მხარდამჭერი, რადგან ამ მხარდაჭერის გარეშე ჩვენთვის ძალიან რთული იქნებოდა ძლიერი სახელმწიფოს შენარჩუნება და კიდევ ერთხელ, უდიდეს მადლიერებას გამოვხატავთ ამერიკის მიერ გაწეული მხარდაჭერისათვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„დიდ მადლობას მოვახსენებთ ბატონ ელჩს, რამეთუ იგი ჭეშმარიტად შესანიშნავი წარმომადგენელი იყო თავის ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატების და შესანიშნავი ელჩი იყო საქართველოსათვის და მე გული მწყდება, რომ იგი ტოვებს ჩვენს ქვეყანას, მაგრამ მას საქართველოში უამრავი მეგობარი ჰყავს. იგი საქართველოს ერთგული მეგობარია და ჩვენ მადლიერი ვართ ქართველი ხალხისა და საქართველოსადმი გულთბილი დამოკიდებულებისათვის. მე მსურს ბატონ ელჩს წარმატება ვუსურვო მომავალ საქმიანობაში ჩიკაგოში და კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და საქართველოსთან მეგობრობისათვის, თანამშრომლობისთვის, მასპინძლობისა და გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.

„მე საქართველოში ჩემი ყოფნის დროსა და მისიას ერთ ფრაზაში ჩავატევდი: თქვენ გააკეთეთ სუვერენული არჩევანი, გახდეთ დასავლური სამყაროს წევრი და მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ბედი დაკავშირებულია დასავლურ სამყაროსთან“, - განაცხადა იან კელიმ. მან საქართველოსა და ქართველ ხალხს კეთილდღეობა, მშვიდობა და განვითარება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ამ კურსს შეინარჩუნებს და მტკიცედ იდგება საკუთარი სუვერენიტეტის სადარაჯოზე.

მიღებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები და სამოქალაქო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42