დოკუმენტის მიხედვით, დეპუტატები სანქციების დაწესებას ითხოვენ საოკუპაციო რეჟიმის იმ წარმომადგენლების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში არიან ბრალდებულები ან მსჯავრდებული. ვინ შევა სიაში, ეს საქართველოს მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს და 15 ივნისამდე პარლამენტს კონკრეტული სახელები და გვარები მიაწოდოს. გუშინ აღნიშნული რეზოლუცია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე წინადადებით გამოვიდა, აღნიშნულ რეზოლუციაში, გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის გარდა, დავით ბაშარულთან დაკავშირებული ჩანაწერი დაემატოს. რეზოლუციას გუშინ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა.
რეზოლუციის სამუშაო პროექტი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე
მასალის გამოყენების პირობები






