მღვდელმონაზონი ანდრია თავის ფეისბუქის გვერდზე "რუსთავი 2"-ის შენობასთან მომხდარი ძალადობის ფაქტს ეხმიანება.
"ქრისტიანული სული და სიყვარული ისე მარტივად ,,ეწირება'' ჩვენს შეგრძნებებს, გასაკვირი არ არის იოლად შევამჩნიოთ როგორ დავცილდით უფალს.არასდროს იწვევდა გაკვირვებასა და აჟიოტაჟს ქრისტიანულ წრეში უფლის უდიერად მოხსენიება, პირიქით, მდევნელ სავლეს მოუწოდა ღმერთმა და გახადა პავლე, განა არ გვახსოვს?
ჩვენ როგორ ვცდილობთ დაკარგული ადამიანის მოქცევას? გინებით? გასაოცარია ქრისტიანთაგან უფრო უარესი უღმერთობა, უსიყვარულობა, მორწმუნის ბაგიდან ლანძღვისა და გინების მოსმენა. უფალმა აუკრძალა მსგავსი ქმედება და მკაცრად უთხრა მოციქულს ,,ჩააგე მახვილი ქარქაშში, რადგანაც ყველა, ვინც აიღებს მახვილს, მახვილითვე დაიღუპება'' (მთ. 26.52).
სიყვარული და ადამიანის მოქცევის სურვილი უნდა იგრძნობოდეს ჩვენგან. მივუთითოთ და არ ვაგინოთ. ეს უფრო გავს პირადი ინტერესის ამოფრქვევას. ქრისტეზე მეტად, გარწმუნებთ, ჩვენს უღმერთობას ეტკინა!" - წერს მღვდელმონაზონი ანდრია სარია (ჭყონდიდის ეპარქია).
მასალის გამოყენების პირობები






