„ეროვნულ-დემოკრატიული პარტია სოლიდარულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის მიმართა და გმობს იმ ძალადობასა და ფიზიკურ ანგარიშსწორების ფაქტებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა ტელეკომპანიის ოფისთან. მიგვაჩნია, რომ იმ ტიპის ქმედებებს, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია ,,ქართული მარში“, არაფერი საერთო არ აქვს არც სახელმწიფოს ინტერესებთან და არც მისი მოქალაქეების რელიგიური გრძნობების დაცვასთან. პირიქით, ამგვარი ძალადობრივი გამოვლინებები ეწინააღმდეგება საზოგადოების და დემოკრატიული ქვეყნის ღირებულებებს. აქედან გამომდინარე, ხელისუფლება ვალდებულია კარგად შეისწავლოს ამ ორგანიზაციის საქმიანობა და დღეს რუსთავი 2-ის ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედების გამო შესაბამისი პასუხი მოეთხოვოს ინციდენტში მონაწილე თითოეულ პირს და მის ორგანიზატორებს“ - ნათქვამია ედპ-ის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






