"აქციის მონაწილეთა ქმედებები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს"- საია R 2- ზე განხორციელებულ ზეწოლას აფასებს
პოლიტიკა - 20:37, 19 Mar, 2018     1431
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებზე თავდასხმას სპეციალური ეხმაურება.

საია მიიჩნევს, რომ აქციის მონაწილეების ქმედებები შეიცავდა სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს.

„დღეს, რუსთავი 2”-ს შენობასთან „ქართული მარშის“ წევრებმა აქცია გამართეს და რუსთავი 2”-ის ჟურნალისტსა და იურისტს ავტომობილით გადაადგილების საშუალება არ მისცეს. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ გიორგი გაბუნიამ მათ რელიგიურ გრძნობებს შეუარცხყოფა მიაყენა და ამიტომ ბოდიშის მოხდას სთხოვდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეები აგრეთვე თავს დაესხნენ ტელეკომპანიის ჟურნალისტებს.

მნიშვნელოვანია, რომ თავად ,,რუსთავი 2”-ის ეთიკის საბჭომ დროულად განიხილა შესული საჩივარი.

საია მოუწოდებს ყველა პირს, თავისი უფლებების დასაცავად რეაგირება მოახდინონ სამართლებრივი და არა ძალადობრივი გზით.

მიგვაჩნია, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციიდან გამომდინარე, აქციის მონაწილეთა ქმედებები შეიცავს სისხლის სამართლის შემდეგი დანაშაულების ნიშნებს:

იძულება - ,,ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა...” აქციის მონაწილეები აიძულებდნენ ჟურნალისტს შეესრულებინა კონკრეტული ქმედება - მოეხადა ბოდიში გასული სიუჟეტის გამო, რაც წარმოადგენდა მის უფლებას.

თავისუფლების უკანონო აღკვეთა - გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ,,რუსთავი 2”-ს წამყვანსა და იურისტს ნახევარი საათის განმავლობაში მათი ნების საწინააღმდეგოდ შეზღუდული ჰქონდათ გადაადგილების შესაძლებლობა.

ძალადობა - აქციის მონაწილეთა მხრიდან ადგილი ჰქონდა ტელეკომპანიის ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობას, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

ნივთის დაზიანება - ,,სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია”. აქციის მონაწილეთა მხრიდან ავტომობილზე განხორციელებული ზემოქმედების შედეგად შესაძლოა გამოიკვეთოს აღნიშნული დანაშაულის ნიშნებიც.

ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა - მნიშვნელოვანია გამოძიებამ დაადგინოს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობა ხომ არ ისახავდა მიზნად მათთვის ინფორმაციის გავცელებაში ხელის შეშლას.

საია მოუწოდებს შესაბამის უწყებებს დროულად გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება,”-ნათქვამია საია-ს განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42