"ვუპირისპირდებით თავდასხმის წამქეზებლებსა და მონაწილეებს"- "თავისუფალი დემოკრატები" R2-ზე განხორციელებულ თავდასხმას გმობენ
პოლიტიკა - 19:12, 19 Mar, 2018     1254
"თავისუფალი დემოკრატები" "რუსთავი 2"-ზე განხორციელებულ თავდასხმას სპეციალური განცხადებით გამოეხმაურნენ. ოპოზიცია დამოუკიდებელი ტელეარხს სოლიდარობას უცხადებს, ხელისუფლებას კი გამოძიების ობიექტურად ჩატარების მოთხოვნით მიმართავს.


"ჩვენ, თავისუფალი დემოკრატები, სოლიდარობას ვუცხადებთ რუსთავი ორს, რომლის ჟურნალისტებსა და თანამშრომლებს დღეს თავს დაესხა აგრესიული მოქალაქეების ჯგუფი. ეს იყო უკანონო ქმედება, რომლითაც მასში მონაწილეებმა შელახეს ადამიანების უფლებები, დაემუქრნენ და ზიანი მიაყენეს მათ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას. ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ და ვუპირისპირდებით ამ თავდასხმის წამქეზებლებსა და მონაწილეებს, რომლებიც თავს უწოდებენ „ქართულ მარშს“. ადამიანებთან ფიზიკური ანგარიშსწორება და მათთვის თავისუფლების აღკვეთა შეუძლებელია ახსნილი და გამართლებულ იქნეს რომელიმე, მათ შორის რელიგიური, გრძნობის შეურაცხყოფით.

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის შეუფერებელია და შეურაცხმყოფელიც სწორედ ისეთი გრძნობები, რომლებიც მას მსგავსი აგრესიისა და ანგარიშსწორებისკენ უბიძგებს. მივმართავთ ხელისუფლებას და მოვითხოვთ, გამოძიებულ იქნეს მომხდარის ყველა მიზეზი, ხოლო დამნაშავეებმა კანონის წინაშე აგონ პასუხი. თავის ამ უმნიშვნელოვანეს მოვალეობას, ყველანაირი ძალადობისა და უკანონობისგან დაიცვას მოქალაქეები, არ შეასრულებს ხელისუფლება, საზოგადოებაში კიდევ უფრო გავრცელდება ძალადობა, რასაც აუცილებლად მოჰყვება გამოუსწორებელი შედეგები"- ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42