"რ2 დგას ანგარიშსწორების რისკის წინაშე"- გვარამიას მიმართვა საერთაშორისო თანამეგობრობას და ხელისუფლებას
პოლიტიკა - 18:30, 19 Mar, 2018     3864
ტელეკომპანია რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი, მაუწყებლის ეზოში დღეს განვითარებულ მოვლენებს სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა. გვარამიამ საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს, პოლიტიკურ ძალებს,არასამთავრობო ორგანიზაციებს და ქართველ ხალხს მიმარტა და განაცხადა, რომ ტელეკომპანია რუსეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციებსი მხრიდან ანგარიშსწორების რისკის წინაშე დგას:

„რუსთავი2 მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს, პოლიტიკურ ძალებს,არასამთავრობო ორგანიზაციებს და საქართველოს ხალხს, ჩვენი ტელეკომპანია დგას ანგარიშსწორების რისკის წინაშე რუსეთიდან მართული და დაფინანსებული ძალების მხრიდან. მოგიწოდებთ გააკეთოთ ყველაფერი რაც თქვენ ძალებში შედის რათა დაცული იყოს ჩვენი უსაფრთხოება და ჟურნალისტური თავისუფლება.“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

რ2-ის გენდირექტორმა ხელისუფლებასაც მიმართა. ნიკა გვარამიას თქმით, თუ ხელისუფლება დამნაშავეებს სათანადოდ არ დასჯის, მაშინ ჩაითვლება, რომ ეს ძალები სწორედ ხელისუფლებისგან არიან მართულები:

„საქართველოს ხელისუფლებას ვაფრთხილებ, არამხოლოდ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას, არამედ რ2-ის ნებისმიერ თანამშრომელზე ნებისმიერი ზემოქმედების, მათი მხრიდან ერთი თმის ღერის ჩამოვარდნაზე, პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას. დღეიდან მათ მართებთ უფრო სერიოზულად მიუდგნენ საკთხს და ჩვენც და საზოგადოებასაც დაუდასტურონ რომ ეს ძალა ხელისუფლების მხრიდან არაა მართული. თუ ეს ადამიანები უმკაცრეს სისხლის სამართლებრივ პასუხიმგებლობაში არ მიეცნენ და არ მოხდა მათი იზოლაცია საზოგადოებიდან, ჩვენ უფლებას ვიტოვებთ ჩვათვალოთ რომ ეს ძალა მართულია ხელისუფლების მიერ.“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ დღეს ე.წ ქართულმა მარშმა ტელეკომპანიის ეზოში შესვლის საშუალება არ მიცა ავტომობილს, რომლითაც გიორგი გაბუნია და ტელეკომაპნიის იურისტი, თამთა მურადაშვილი გადაადგილდებოდნენ. შეკრებილებმა დააზიანეს ავტომობილი, ასევე თავდასხმა მოხდა კურიერის“ ჟურნალისტ დავით ერაძეზე.

ქართული მარშის წარმომადგენლები გიორგი გაბუნიასგან ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მან „არჩევანის“ ეთერში გააკეთა. მათი თქმით, გიორგი გაბუნიამ მკრეხელური განცხადება გააკეთა და მათი რელიგიური გრძნობები შეურაცხყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42