პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლება აქტიურად მუშაობს იმ მიმართულებით, რომ სამართალი ყველა დამნაშავე პირის მიმართ აღსრულდეს და რეზოლუცია ძალიან კარგ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ხელისუფლების ძალისხმევა ამ მიმართულებით კიდევ მეტად გააქტიურდეს. მისივე თქმით, რეზოლუციაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტი უახლოეს სხდომაზე მიიღებს, ნათლად არის დაფიქსირებული ერთიანი პოზიცია იმ უსამართლობასთან დაკავშირებით, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება.
„ჩვენთვის, ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვა არის ეროვნული მნიშვნელობის საკითხი, აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პასუხი ადამიანის უფლებების ძალიან უხეშ დარღვევას ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაეცეს ერთიანად და მე მოხარული ვარ, რომ ჩვენ მოვახერხეთ ერთიანი ტექსტის შემუშავება, სადაც ძალიან ნათლად არის დაფიქსირებული ჩვენი პოზიცია იმ უსამართლობასთან დაკავშირებით, რომელიც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, როგორც აფხაზეთის, ასევე ცხინვალის რეგიონში. მე მოხარული ვარ, რომ ჩვენ უახლოეს პლენარულ სხდომაზე ერთხმად დავამტკიცებთ შესაბამის რეზოლუციას“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






