„გიორგი სალაყაია საზოგადოებას ატყუებს, ის არასდროს ყოფილა კომპანია „ბადაგონის“ დამფუძნებელი“ - იმედა დვალიძე
პოლიტიკა - 15:45, 19 Mar, 2018     1814
„გიორგი სალაყაია საზოგადოებას ატყუებს, ის არასდროს ყოფილა კომპანია „ბადაგონის“ დამფუძნებელი“ - აღნიშნულია განცხადება "ბადაგონის" დამფუძნებელმა განაცხადეს.

დავა ბადაგონის გარშემო კვლავ გრძელდება. ბადაგონის ამჟამინდელმა მფლობელმა, გიორგი სალაყაიამ საინფორმაციო კამპანიაში საზოგადოებრივი მოღვაწეები და სასულიერო პირებიც კი ჩართო, რომლებიც დაახლოებით ერთნაირი ტექსტით ამტკიცებენ იმას, რომ „ბადაგნის“ ერთადერთი მესაკუთრე და კანონიერი მფლობელი გიორგი სალაყაიაა.

თუმცაღა, მათ ან წარმოდგენა არ აქვთ „ბადაგონის“ რეალურ ისტორიაზე, ან მიზანმიმართულად ჩადგნენ სიცრუის მტირაჟირებელთა რიგებში.

ლობისტი გიორგი სალაყაიას პარლამენტშიც გამოუჩნდა მთაწმინდის მაჟორიტარის, სალომე ზურაბიშვილის სახით. პარლამენტარმა საკანონმდებლო ორგანოს მაღალი ტრიბუნიდან ისე გამოუცხადა სალაყაის მხარდაჭერა, რომ არც მეორე მხარეს შეხვედრია და არც სამართლებრივ დეტალებში ჩაუხედავს.

ბადაგონის დამფუძნებლის ვლადიმერ ჯანჯღავას ადვოკატი იმედა დვალიძე აცხადებს, რომ ეს არის გარკვეული სახის, თუნდაც ირიბი ზეწოლა სამართალდამცავ ორგანოებზე.

„დეპუტატს, რა თქმა უნდა, აქვს აზრის გამოთქმის უფლება, მაგრამ ის არ არის სასამართლო, მისი შეფასება არ უნდა ჟღერდეს როგორც ვერდიქტი. მან არ უნდა დააზარალოს არცერთი მხარის ინტერესი, იმიტომ რომ მან არ იცის რომელი მხარის ინტერესი იყო დარღვეული სამართლებრივად. დეპუტატმა ზერელე შეფასების შედეგად არ უნდა გააკეთოს დასკვნები. ასე მივიჩნევ მე. არ არის სწორი პირდაპირი, ხისტი მინიშნებები, იმიტომ რომ თუ ვლაპარაკობთ ქვეყანაში ბიზნესის დაცვაზე, მაშინ უნდა ვილაპარაკოთ ინვესტორის დაცვაზეც, იმიტომ რომ თუ ვინმე დასაცავია, თუ ვინმე უნდა აინტერესებდეს ქვეყანას, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონები, ფიგურები და სუბიექტები, რომლებიც სჭირდებ ჩვენს ეკონომიკას, არის ის სუბიექტი, ვინც ახორციელებს ინვესტირებას.“ - ავხადებს ადვოკატი.

ადვოკატის თქმით, სალაყაია არასდროს ყოფილა კომპანიის არც დამფუძნებელი და მის მშენებლობაში არასდროს განუხორციელებია რაიმე სახის ინვესტიცია. „ბადაგონის“ ერთადერთი ინვესტორი დაარსების დღიდან კომპანია "გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედი” და მისი დამფუძნებელი ვლადიმერ ჯანჯღავაა.

„გიორგი სალაყაია, არასდროს ყოფილა კომპანია „ბადაგონის“ დამფუძნებელი. მას არც კომპანია დაუფუძნებია და არც კომპანია ბადაგონში რაიმე სახის ინვესტიცია განუხორციელებია. დიახ, ის ფიზიკურად შესაძლოა შრომობდა „ბადაგონში“ ქარხის მშენებლობისას თუ კომპანიის განვითარებისას, მაგრამ ის ამაში იღებდა გასამრჯელოს, როგორც დაქირავებული მენეჯერი. ამიტომ, როდესაც ის თავს მოიხსენიებს ბადაგონის დამფუძნებლად, ის საზოგადოებას ატყუებს.

ჩემი ინფორმაციით, გასამრჯელოს იღებდა მაშინაც, როცა ის გახლდათ საქართველოს პარლამენტის დეპუტატი 2004-2008 წლებში. ამ პერიოდს ემთხვევა კომპანია „ბადაგონში“ დაწყებული პრობლემები სახელწიფო ორგანოებთან, რასაც სალაყაია მოიხსენიებს, როგორც მის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს და ახსენებს საზოგადოებას, რომ დღესაც იგივე ხდება მის თავს.

ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, გიორგი სალაყაია კომპანია „ბადაგონში“, 2013 წლამდე საერთოდ არ ჩანს. არც დამფუძნებელი იყო და არც ინვესტორი. იმედა დვალიძის თქმით, ის იყო ფაქტობრივად, ერთგვარი „კრიშა“ კომპანიაში, იმავდროულად, კონკრეტული სამუშაოების განმახორციელებელი, როგორც მენეჯერი. ამის საპასუხოდ, მას „ბადაგონის“ ერთადერთ დამფუძნებელ და ერთადერთ ინვესტორ კომპანია „გრაკოროში“ აქციების 19 % აჩუქეს“ - აცხადებს ადვოკატი იმედა დვალიძე.

იმ ფაქტს, რომ ვლადიმერ ჯანჯღავა „ბადაგონის“ ერთადერთი ინვესტორია და წლების განმავლობაში 20 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული საწარმოს მშენებლობაში, არც მოდავე მხარე უარყოფს და ამის დამადასტურებელი არაერთი დოკუმენტი არსებობს.

სალაყაია ამტკიცებს, რომ მან „ბადაგონი“ 40 000 დოლარად, კეთილსინდისიერად იყიდა. მისი განმარტებით, იმ დროისთვის საწარმო გაკოტრებული იყო და მილიონობით ვალდებულება ჰქონდა გასასტურებელი. თუმცა, მას მერე, რაც „გაკოტრებული“ საწარმო იაფად შეიძინა, „ბადაგონს“ ქართულმა ბანკებმა მილიონობით დოლარი ასესხეს.

როგორ შეიძინა სალაყაიამ მრავალმილიონიანი საწარმო 40 000 დოლარად და რამდენად კანონიერად ფლობს ის კომპანიის 100%-ს, ამას სამართალდამცველებიარკვევენ.

საქმეზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული სსკ-ის 182-ე მუხლით რაც დიდი ოდენობით სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისებას ითვალისწინებს და 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42