პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს კონსტიტუციასთან საქართველოს საკანონმდებლო აქტების ჰარმონიზაციის საპარლამენტო კომისიის შექმნის შესახებ ბრძანება გამოსცა. საქართველოს კონსტიტუციასთან საქართველოს საკანონმდებლო აქტების ჰარმონიზაციის პროცესის კოორდინაციის მიზნით
შემნილი კომისიის შემადგენლობაშ შედიან:
1. ირაკლი კობახიძე − საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარე.
2. თამარ ჩუგოშვილი − საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
3. ოთარ დანელია − საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.
4. სოფიო კილაძე − საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე.
5. მარიამ ჯაში − საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე.
6. კახაბერ კუჭავა − საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე.
7. რომან კაკულია − საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე.
8. ზვიად კვაჭანტირაძე − საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.
9. თამარ ხულორდავა − საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე.
10. ირაკლი სესიაშვილი − საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე.
11. ეკა ბესელია − საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.
12. ზაზა გაბუნია − საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე.
13. სოფიო ქაცარავა − საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე.
14. გიორგი კახიანი − საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე.
15. ირაკლი კოვზანაძე − საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე.
16. მიხეილ ყაველაშვილი − საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე.
17. აკაკი ზოიძე − საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.
18. დავით ბაქრაძე − საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი.
19. რომან გოცირიძე − საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე.
20. გიორგი ლომია − საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარე.
21. სალომე ზურაბიშვილი − დამოუკიდებელი პარლამენტის წევრი.
22. ნიკოლოზ სამხარაძე − საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, კომისიის მდივანი.
საჭიროების შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარე უზრუნველყოფს კომისიის მუშაობაში საქართველოს მთავრობის, აკადემიური წრეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობას.
როგორც კობახიძის ბრძანებაშია ნათქვამი კომისიის პირველი სხდომა მოწვეული უნდა იქნეს ამ ბრძანების ძალაში შესვლიდან 2 კვირის განმავლობაში.
მასალის გამოყენების პირობები






