„კიდევ ერთხელ ნათლად დადასტურდა, რომ არემჯი გოლდი არის დანაშაულებრივი კომპანია , რომლის უკანაც მთელმა ქვეყანამ იცის, რომ დგას ბიძინა ივანიშვილი. ეს არის ის კომპანია, ვინც ააფეთქა 2015 წელს საყდრისი და ბიძინა ივანიშვილმა ასობით მილიონი დოლარი იშოვა, გამოიმუშავა და გამოიმუშავებს ახლაც, როდესაც ვსაუბრობთ . დღეს აფართოებს საქმიანობის არეალს და ახლა ვართ ჩვენ ტერიტორიაზე, სადაც 16 ჰექტარ ტყეს უპირებს 15 ათასად წაღებას. ამ ადამიანების ნაწილი კი არის პირდაპირ ბმაში სუსთან და პირდაპირ ატარებენ ხელისუფლების ინტერესებს. დიახაც, აივსო მოთმინების ფიალა, გაუგონარი რამე მოახდინეს უკვე ბოლნისში, სადაც აღარ იცხოვრება, ახლა არის შანსი დმანისის გადარჩენის, ამისათვის შეიქმნა დმანისის გადარჩენის ფონდი, სადაც გაერთიანებულია ყველა ოპოზიციური პარტია, არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, „საყდრისის დაცვის კომიტეტი“ და დარწმუნებული ვარ მთელი საქართველო დადგება ამ ნათელ მხარეს და ბიძინა ივანიშვილს აღარ მივცემთ ხალხის ჯანმრთელობიის ხარჯზე გამდიდრების და ამ 16 ჰექტარი ტყის სახლში წაღების საშუალებას. ჩადით ხალხო ბოლნისში, სადაც ხალხის დაშინებას ახორციელებს არემჯის უსაფრთხოების სამსახური, რომელიც რეალურად არის სპეცსამსახური და საკმარისია, რომელიმე ოპოზიციონერი ჩავიდეს და ადამიანებმა მასთან წუხილი გამოთქვან, ღამე ადგებიან მას და უკრძალავენ აქციაზე გამოსვლას. ყოველი მეათე, მეშვიდე, მერვე სიმსივნითაა დაავადებული, ერთ ოჯახში ორი სიმსივნით დაავადებული ოჯახის წევრი ჰყავთ. ამ მაღალჩინოსნებს კი, 30-40-50 ათასი ხელფასები აქვთ.“- განაცხადა ნიკა მელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






