დაძაბულობა დმანისში - საქართველოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები Rmg gold-ისგან პასუხებს ითხოვენ. კომპანიის წარმომადგენელმა ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ არსებული სიტუაცია არის პოლიტიკური დაპირისპირება და ოპოზიციის ინტერესები:
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ საზოგადოებას ავუხსნათ, რომ დღეს ჩვენ ვიყავით აბსოლუტურად ღია და გამჭვირვალე, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ტერიტორიები გამოდის აუქციონზე, ამ ტერიტორიაზე მოსასვლელი რამდენიმე გზიდან ერთ-ერთი არის rmg-ის სალიცენზიო ფართობიდან ამოსული გზა. ჩვენ ეს ხალხი შემოვიყვანეთ, მათი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი დავაკმაყოფილეთ, მაგრამ სამწუხაროდ ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ საკუთარი დღისწესრიგი, ეს არის შეცდომაში შეყვანის ხატოვანი მცდელობა. ჩვენ ამ პოლიტიკურ დაპირისპირებაში და ბატალიებში ჩართვას არ ვაპირებთ. არც ერთ ნორმალურ და განვითარებულ ქვეყანაში ბიზნესი არ დებატობს არც ხელისუფლებასთან და არც ოპოზიციასთან. ეს არის კლასიკური დემონსტრირება იმისა, რომ ეს ადამიანები ებრძვიან საქართველოში დამოუკიდებელ ბიზნესს. ბიზნესს, რომელიც ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ქმნის ახალ საინვესტიციო პროექტებს“, - აღნიშნა RMG GOLD-ის წარმომადგენელმა.
მასალის გამოყენების პირობები






