ურიდიულ საკითხთა კომიტეტი "ქურდულ სამყაროსა” და ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებით კანონპროექტს განიხილავს
პოლიტიკა - 13:27, 19 Mar, 2018     1682
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ”ქურდულ სამყაროსა” და ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებით კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს. აღნიშნული კანონპროექტის თანახმად ცვლილება რამდენიმე კანონში შედის. როგორც პარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პროექტით არსებითად იცვლება „ქურდული სამყაროს“, „ქურდული სამყაროს“ წევრის, „კანონიერი ქურდის“, „ქურდული გარჩევის“ დეფინიციები, ამასთან, იხვეწება კანონში წარმოდგენილი დეფინიციები და ემატება ისეთი ტერმინები, როგორიცაა, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობა და „ქურდული შეკრება“. „ქურდული სამყაროს“ წევრობა გახდა დენადი დანაშაული, აღნიშნული უწყვეტად ხორციელდება ამ სტატუსის შეძენიდან მის გაუქმებამდე. დღეს მოქმედი რედაქციით აღნიშნული დანაშაული განგრძობად ხასიათს ატარებს, რამდენადაც სტატუსის შეძენასთან ერთად პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის მოითხოვს აქტიური მოქმედებების განხორციელებასაც. შეიცვალა „ქურდული გარჩევის“ ცნების განმარტება და ა.შ. აღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე წარმოდგენილია გამომდინარე კანონპროექტები. მომხსენებელი შინაგან საქმეთა სამინისტროა.

კანონპროექტის განხილვის ფორმატთან დაკავშირებით კომიტეტის სხდომაზე დისკუსია გაიმართა. დეპუტატების ნაწილი ითხოვდა რომ კანონპროექტი დახურულ ფორმატში განხილულიყო, რადგან მათი აზრით განხილვის თემა შესაძლოა გამხდარიყო კონკრეტული საქმეები, რომელზეც საჯაროდ საუბარი მიზანშეწონილი არ იქნებოდა. დეპუტატების მოსაზრებას იზიარებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომდგენელი, მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი. თუმცა კომიტეტის თავმჯდომარემ საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირა. სხდომაზე კენჭისყრა ჩატარდა, რომლის შედეგებითაც გადაწყდა, რომ კანონპროექტს კომიტეტი ღია რეჟიმში განიხილავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42