„ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული გამოწვევა მშვიდობიანი გზით უნდა გადაიჭრას“ - ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა - 13:21, 19 Mar, 2018     1451

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული პრობლემები მხოლოდ მშვიდობიანი გზით შეიძლება გადაიჭრას. კობახიძემ ამის შესახებ, კვიპროსის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის უკვე 25 წელია დამყარებულია დიპლომატიური ურთიერთობები, დღემდე ასეთი მაღალი დონის საპარლამენტო ვიზიტი საქართველოში კვიპროსის მხრიდან არ ყოფილა. მე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს კოლეგას საქართველოში ჩამობრძანებისთვის. დარწმუნებული ვარ, მისი ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებაში. ჩვენი ურთიერთობები ამ 25 წლის განმავლობაში ძალიან პოზიტიურად და დინამიკურად ვითარდებოდა. გვაქვს ძალიან კარგი პოლიტიკური, ეკონომიკური თანამშრომლობა და კულტურული კავშირები. ასევე, ვისაუბრეთ საქართველოში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით, რაც არის მნიშვნელოვანი ევროინტეგრაციის კუთხით. ჩვენ ხაზი გავუსვით კვიპროსის მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ასევე, განვიხილეთ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა, ადამიანის უფლებათა მდგომარეობა, უსაფრთხოების გარემო. ჩვენ გვაქვს საერთო გამოწვევები, რომელიც დაკავშირებულია ტერიტორიულ მთლიანობასთან და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთად დგომა იმისათვის, რომ ჩვენი საერთო პრობლემები ერთობლივი ძალისხმევით გადავჭრათ. რა თქმა უნდა, ეს პრობლემები შეიძლება გადაიჭრას მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით, რასაც ალტერნატივა არა აქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42