ეს იქნება ერთიანი დოკუმენტი, ქართული სახელმწიფოს ერთიანი პასუხი ტატუნაშვილის მკვლელობაზე - დავით ბაქრაძე რეზოლუციაზე
პოლიტიკა - 12:55, 19 Mar, 2018     1408

ქართულმა ოცნებამ ევროპული საქართველოს მოთხოვნა გაითვალისწინა და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნას დათანხმდა.

ერთიანი რეზოლუცია დღეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე განიხილეს, რომელსაც კვირის ბოლოს პარლამენტი კენჭს უყრის.

,,რეზოლუციის ტექსტი პრაქტიკულად შეჯერებულია, თუმცა მიმდინარეობს კონსულტაციები საბოლოო ფორმულირებაზე. პრინცუპილი საკითხები შეთანხმებულია. მათშორის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ დოკუმენტში სრულფასოვნად ასახულიყო ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის და სანქციების საკითხი. ვფიქრობ, რომ ეს საკითხი სრულფასოვნად არის ასახული დოკუმენტის სათაურიდან დაწყებული, ტექსტით გაგრძელებული. ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ ტექსტის საბოლოო კორექტირებებზე. მნიშვნელოვანია, რომ ეს იქნება ერთიანი დოკუმენტი, ქართული პარლამენტის და სახელმწიფოს ერთიანი პასუხი იმ უმძიმეს დანაშაულზე, რომელიც იყო არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა. ეს იქნება დოკუმენტი, რომელიც არა მხოლოდ მისცემს პოლიტიკურ შეფასებას, რომ რუსეთს, როგორც ოკუპანტს ეკისრება სრული პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა, არამედ რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დააწესებს კონკრეტულ მექანიზმებს იმისთვის, რომ ასეთი ტიპის დარღვევები აღარ მოხდეს და ყველა ვინც დამნაშავეა ქართველების გატაცებაში, წამებაში და მკვლელობაში ყველას მიმართ გამოყენებული იყოს მაქსიმალური ზომები მთელ მსოფლიოში,’’ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42