ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი აცხადებს, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლების მიდგომას, ჰქონდეს რეგულარული და კონსტრუქციული დიალოგი რუსეთთან.
მისივე თქმით, აშშ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს მთავრობის მიმართ, რომელსაც აქვს სურვილი, ჟენევის ფორმატი უფრო ნაყოფიერი გახადოს:
„ზოგადად, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ხელისუფლების პრაგმატულ მიდგომას, იქონიოს რეგულარული და კონსტრუქციული დიალოგი რუსეთთან. ყველა ხედავს, რომ არსებობს გარკვეული იმედგაცრუება ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით და აშშ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს მთავრობის მიმართ, როდესაც მას აქვს სურვილი, ეს ფორმატი უფრო ნაყოფიერი გახადოს. ჩვენ დაველოდებით საქართველოს მთავრობისგან მოსაზრებას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმაროს ამ ფორმატის უფრო პროდუქტიულ ფორმატად გარდაქმნაში“, - აღნიშნა იან კელიმ.
მასალის გამოყენების პირობები






