ამერიკულ სადესანტო ხომალდზე ოფიციალური მიღება გაიმართა
პოლიტიკა - 10:42, 19 Mar, 2018     1278

საქართველოს თავდაცვის მინსტრი ლევან იზორია ბათუმში ამერიკის საზღვაო ძალების სადესანტო ხომალდზე გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო. ლევან იზორიას განცხადებით აღნიშნული ტიპის ხომალდი საქართველოს საზღვაო აკვატორიაში პირველად იმყოფება. თავდაცვის მინისტრმა ქართულ-ამერიკული ურთიერთობის სტრატეგიული დონის თანამშრომლობას გაუსვა ხაზი და ერთობლივ სამხედრო სწავლებებზე გაამახვილა ყურადღება. “ჩვენ წელს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას, ასევე მრავალეროვნულ წვრთნებს, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი იქნება სწორედ სადესანტო შესაძლებლობების გამოყენება. აღნიშნული ვიზიტი არის მნიშვნელოვანი წინაპირობა ამ წვრთნების წარმატებულად ჩატარებისთვის” - აღნიშნა ლევან იზორიამ.

ხომალდზე გამართულ ოფიციალურ მიღებას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. დღესვე ამერიკის საზღვაო ძალების სადესანტო ხომალდს დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებიც ესტუმრნენ. დამამთავრებელი კურსის 20-მა იუნკერმა აშშ-ის სამხედრო ხომალდის შესაძლებლობები და ისტორია გაიცნო.

"USS OAK HILL“ სადესანტო დოკ-გემია, რომლის მთავარი პორტი ვირჯინიაში იმყოფება და ამფიბიური ესკადრის შემადგენლობაშია.

გემს "USS OAK HILL“ აშშ-ის მეხუთე პრეზიდენტის, ჯეიმს მონროს რეზიდენციის ადგილის პატივსაცემად ეწოდა. მონრომ მისი დოქტრინა ოუკ ჰილში დაწერა და გემის დევიზის - ერის დამცველი ("Nation's Protector") ინსპირაციაც, სწორედ მონროს დოქტრინაა. ეს აშშ-ის საზღვაო ძალების მეორე გემია, რომელიც ამ სახელს ატარებს. ხომალდი სადესანტო დოკ-გემია, რომლის მთავარი პორტი ვირჯინიაში იმყოფება და ამფიბიური ესკადრის შემადგენლობაშია. "USS OAK HILL“ აშშ-ის შეიარაღებაში 1996 წლიდანაა. მის შესაძლებლობას წარმოადგენს - 15 ამფიბიური შემტევი სამხედრო მანქანა და 2 ერთეული M1A1 „აბრამსის“ ტიპის ტანკი, ხოლო შეიარაღებაშია - 2 ერთეული 25 მმ ქვემეხი; 2 ერთეული 20 მმ Phalanx CIWS ტიპის თავდაცვითი დანადგარი; 2 ერთეული ახლო მანძილზე მოქმედი თავდაცვითი სარაკეტო სისტემა; 6 ერთეული 12.7 მმ კალიბრის ტყვიამფრქვევი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42