ოპოზიციური პარტიები ""RMG Gold""-ისთვის მიწის გადაცემას დმანისში გააპროტესტებენ
პოლიტიკა - 10:20, 19 Mar, 2018     1685

14 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები დმანისში გამგზვრებას აპირებენ. პოლიტიკოსები კომპანია არემჯიგოლდისთვის აუქციონის წესით დამატებითი 16 ჰექტრის გადაცემას აპროტესტებენ. ისინი დმანისში ჩასვლას და ტერიტორიის ნახვას აპირებენ, მათი ინფორმაციით კომპანიამ უკვე დაიწყო სამუშაოები ამ ტერიტორიაზე, რაც უკანონოა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა „დმანისის გადაჩენის ფონდი" დააფუძნეს, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონში ჩაერთვება და კონკურენციას გაუწევს კომპანია RMG GOLD- ს, რომელსაც მათი თქმით ხელისუფლება მფარველობს.

„ივანიშვილის 15 ათას ლარად 16 ჰექტარი ტყის წაღებას და იქ ციანიდის მოსხმას, რომ იდევ უფრო განვითარდეს მრავალი მილიონით მისი ბიზნესი. ძალიან მიხარია, რომ მრავალპარტიული ფორმატია, სადაც ხელს შევუშლით ამ ადამიანს, ესე მას ცხოვრება ამ ქვეყანაში არ გაუვა“-განაცხადა „ ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ.

„ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, პარტიები გეგმავენ თავად მიიღონ აუქციონში მონაწილეობა და გამოისყიდონ აღნიშნული ტერიტორია.

„გვაქვს კონკრეტული გეგმა დმანისის გადასარჩენად ვიღებთ მონაწილეობას აუქციონში ვაპირებთ ეს ტერიტორია ჩვენ ავიღოთ იჯარით არ მივცეთ შესაძლებლობა ამ ყველაფერის განადგურების ოქროს მომპოვებელ კომპანიას“-ამბობს ვაშაძე.

”თავისუფალი დემოკრატების” გენერალური მდივნის თამარ კეკენაძის განცხადებით, ინტერპარტიული ჯგუფი ადგილზე შეისწავლის ვითარებას და შეეცდება არ დაუშვას ის კორუფციული გარიგება, რომელიც იგეგმება.

„ინტერპარტიული ჯგუფი მივდივართ დმანისში, რომ შევამოწმოთ ადგილზე რა ვითარებაა. „RMG Gold“ ყველა სტანდარტის დარღვევით აწარმოებს საქმიანობას, რაც აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე, დამატებით ისინი ცდილობენ უკვე კორუფციული გზით დამატებითი მიწების შეძენას და ამ ტიპის საქმიანობის გაგრძელებას, რაც საზიანოა ადგილობრივი მოსახლეობისთვის“- განაცხადა თამარ კეკენაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42