რეზოლუციის პროექტის კორექტირებულ ვარიანტს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი წარადგენს.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო ქაცარავას განცხადებით, რეზოლუციაში მომხდართან დაკავშირებით მკაცრი შეფასებაა გაკეთებული და მოთხოვნილია კონკეტული ქმქდებები:
„რეზოლუციაში მკაცრი შეფასება არის მომხდართან დაკავშირებით. ასევე მოთხოვნილია კონკრეტული ქმედებები, როგორიც არის საერთაშორისო აქტორების ჩართულობით გამოძიების ჩატარება, მონიტორინგი საერთაშორისო მექანიზმების დაშვება ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იმ სპეციალური სიის შექმნა, ჩვენი მოქალაქეების მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამო ბრალდებული და მსჯავრდებული პირების შესაძლო სია.“-განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
რეზოლუციის საერთო თანხმობით მიღების მნშვნელობას უსვამს ხაზს ევროპული საქართველოს წევრი გიგი წერეთელი:
„მნიშვნელოვანია იყოს ერთიანი, კონსოლიდირებული გზავნილი პარლამენტიდან, როგორც საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ასევე რუსეთისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვისაც და სეპარატისტული რეჟიმისთვისაც, რომ ამგვარი ტიპის დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება,“- განაცხადა გიგი წერეთელმა.
დაუჭერს თუ არა დოკუმენტს მხარს „ნაციონალური მოძრაობა“ ჯერჯერობით უცნობია. რომან გოცირიძის თქმით, ამას რეზოლუციის სრული ტექსტის გაცნობის შემდეგ გადაწყვეტენ:
„ეს არ იქნება ის, რასაც ჩვენ ველოდით. სია ტატუნაშვილის არ ჰგავს არაფრით მაგნიცკის სიას. მიუხედავად ამისა ჩვენ ვნახავთ როგორი იქნება მისი საბოლოო ტექსტი და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას დავუჭერთ თუ არა მხარს.“- აღნიშნა რომან გოცირიძემ
მასალის გამოყენების პირობები






