„პატრიარქის პოზიცია ჩემთვის მწვანე შუქი იყო“ - გვარამია ამბობს, რომ დეკანოზს აქვს ეკლესიის ქონების დატაცების უტყუარი საბუთები
პოლიტიკა - 22:19, 17 Mar, 2018     1939

„გიორგი მამალაძემ გაშიფრა ფინანსური მითვისებების სქემები საპატრიარქოში,“ - ეს განცხადება რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, შაბათის კურიერში გააკეთა.

ნიკა გვარამია დეკანოზ გიორგი მამალაძეს მატროსოვის ციხეში შეხვდა და მისგან გარკვეული ინფორმაცია მიიღო, თუმცა, კონკრეტულ დეტალებზე, ჯერჯერობით, არ საუბრობს.

დეკანოზმა ფინანსური სქემები გაშიფრა და გვარამიას თქმით, ამ სქემის მონაწილეები ეკლესიის მაღალჩინოსნები არიან.

„საუბარია ძალიან დიდ თანხებზე. ეკლესიის მაღალჩინოსნები ნამდვილად არიან დასახელებული, არავითარ პირად ცხოვრებაზე იქ საუბარი არ ყოფილა, უბრალოდ სირცხვილია. ეს ადამიანი იქ ზის იმიტომ, რომ გაშიფრა მაღალი ეკლესიური თანამდებობის პირების მიერ ეკლესიის ქონების დატაცება და ამის უტყუარი საბუთები აქვს,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ და დასძინა, რომ მან ეს პატრიარქსაც უამბო.

,,პატრიარქს ვუთხარი, დიახ. ის მისმენდა. პატრიარქთან თუ შეხვედრილხართ, ის ძირითადად გისმენთ. ძალიან სიტყვაძუნწია, მაგრამ ის ერთი წინადადება ღირს ბევრი ადამიანის დაწერილ წიგნად. მე არ ველოდები პატრიარქის რეაქციას, მე პატრიარქთან ვისაუბრე, მე მისი პოზიცია გავიგე, ეს ჩემთვის გასაგები იყო, ეს ჩემთვის იყო მწვანე შუქი. მე ვიმოქმედებ ისე, როგორც ვთვლი საჭიროდ" - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას თქმით, ეს ყველაფერი პატრიარქს უამბო და პატრიარქის პოზიციაც მოისმინა.

წყარო: rustavi2.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42