„ამ გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა გამოწვეულია ავარიის გამომწვევი მიზეზების ღიად და გამჭვირვალედ და რაც მთავარია ობიექტურად დადგენის სურვილით, რასაც პროცესში დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობა უზრუნველყოფს. დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ კომპანიას „ბიურო ვერიტასი“, რომელმაც თანხმობა განაცხადა, საკუთარი წარმომადგენელი მოავლინოს გუდაურში ვითარების შესასწავლად.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ სწორედ დამოუკიდებელი დასკვნის შედეფად შეიტყოს, თუ რამ განაპირობა ავარია გუდაურის ერთერთ საბაგიროზე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დასკვნა უნდა იყოს აბსოლუტურად მიუკერძოებელი ყველა ჩართული მხარისაგან, რადგან საუბარია არა ერთ კონკრეტულ ინციდენტზე, რომლის დროსაც ადამიანები დაშავდნენ, არამედ ჩვენი ქვეყნის რეპუტაციაზე და აქედან გამომდინარე, ყველა შესაძლო შედეგზე.“- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






