ნიკა გვარამიამ პატრიარქთან შეხვედრის დეტალებზე „რუსთავი2“-ის ეთერში ისაუბრა. მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატის თქმით ის საპატრიარქოში კონკრეტულად ციანიდის საქმესთან დაკავშირებით იყო მისული:
„მან მითხრა რომ არ იცის ბოლომდე ეს საქმე, იმიტომ რომ ბევრი ახსნა და პოზიცია მოვისმინეო და მკითხა რას ვფიქრობ. მე ვუთხარი რომ ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ , რომ ეს ადამიანი არის უდანაშაულო. მერე მომაყოლა, რატომ მგონია რომ ეს ადამიანი არის უდანაშაულო. ამაზე ვილაპარაკეთ დიდი ხნის განმავლობაში. მე ამას ვყვები, იმიტომ რომ მაქვს პატრიარქისგან ამის კურთხევა.“- განაცხადა ნიკა გვარამიამ. მისი თქმით პატრიარქის მეორე კურთხევა დეკანოზ მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტისთვის მიმართვას ეხება.
„მან მკითხა, ხომ არ იცი ამდენი ხანი რატომ არაა შეწყალებული დეკანოზი. რაზეც მე ვუთხარი რომ არ მაქვს ამასთან დაკავშიერებით ინფორმაცია, თუმცა ამაზე საუბარს ვაპირებ პრეზიდენტთან. რაზეც მან მითხრა, რომ თუ დარწმუნებული ვარ ჩემს პოზიციაში და ვთვლი საჭიროდ, რომ უნდა მივიდე, ეს აუცილებლად უნდა გავაკეთო.“- აღნიშნა გვარამიამ.
მასალის გამოყენების პირობები






