„ქაოსური სიტუაცია იყო... უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი კითხვები არსებობს“ - ტურისტები გუდაურში მომხდარ შემთხვევას იხსენებენ
პოლიტიკა - 16:05, 17 Mar, 2018     1446
გუდაურში მომხდარ უბედურ შემთხვევას იხსნებენ ტურისტები. ერთერთი მათგანი ყვება, რომ ის საბაგიროზე ასვლას აპირებდა, როდესაც საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა.

„ისე გამოვიდა, რომ კამერა არ იყო გამორთული და ავტომატურად ყველაფერი გადაიღო. როგორც კი საბაგირო გაჩერდა, ადამიანის დასახმარებლად მივედი, რომელიც სავარძლის ქვეშ იყო მოყოლილი, ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, გაცნობიერებაც ვერ მოვასწარი,“ - ეს განცხადება ტურისტმა გააკეთა.

ტურისტები უსაფრთხოების კუთხით არსებულ ხარვეზებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მოსწონთ კურორტი, თუმცა ბევრი რამ გამოსასწორებელია, მათ შორის ტრასები.

„ადგილობრივი ძალები არ ჰყოფნიდათ ხალხის დასახმარებლად, ძალიან ქაოსური სიტუაცია იყო. ვფიქრობ, რომ იმ ორ საათში შეიძლებოდა, თბილისიდან ჩამოეყვანათ ვერტმფრენებით ან მანქანებით სპეცსამსახურები და ხალხს დახმარებოდნენ. სიმართლე გითხრათ, ეჭვქვეშ დადგა აქ ჩამოსვლის სურვილი... უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი კითხვები არსებობს. დიდი ხანია, იქცევს ყურადღებას, რომ ძალიან ცუდადაა აღნიშნული ტრასა, რაც ნისლის დროს განსაკუთრებულ პრობლემას ქმნის. გაუგებარია, რას აკეთებენ აქ პოლიციელებიც, უბრალოდ, სრიალებენ და ისვენებენ,“ - აღნიშნა დამსვენებელმა.

გუდაურში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია. გამოძიება და საერთაშორის ექსპერტები აღნიშნულ შემთხვევას გამოიძიებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42