„მადლობას ვუხდი ღუდუშაურის კლინიკისა და „მედიქლაბის“ ექიმებს მაქსიმალური ძალისხმევისთვის“ - დიმიტრი ქუმსიშვილი
პოლიტიკა - 16:07, 17 Mar, 2018     1665

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ღუდუშაურის კლინიკისა და „მედიქლაბის“ ექიმებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს და აკეთებენ გუდაურში დაზარალებულების სწრაფი გამოჯანმრთელებისთვის“ - ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს „მედიქლაბში“ განუცხადა, სადაც დავით სერგეენკოსთან ერთად გუდაურის საბაგიროზე დაშავებული ორსული ქალბატონი მოინახულა.

„მოვინახულეთ შვედი ქალბატონი, ის არის კონტაქტური, არის კარგ ხასიათზე. ჩვენ ძალიან დეტალურად დავილაპარაკეთ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. ქალბატონი წუხს, რომ ასეთი ფაქტი მოხდა, თუმცა, ამბობს, რომ ამ ეტაპისთვის რისი გაკეთებაც იყო შესაძლებელი, კეთდება. იგი მადლიერია მისდამი გამოჩენილი ყურადღებისთვის და მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ღუდუშაურის კლინიკისა და „მედიქლაბის“ ექიმებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დაზარალებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა მალე გამოსწორებულიყო “ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

დღეს დიმიტრი ქუმსიშვილმა გუდაურის საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულები მოინახულა, რომლებიც მკურნალობას ღუდუშაურისა და „მედიქლაბის“ კლინიკებში გადიან. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, არც ერთი დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ისინი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არიან, რამდენიმე მათგანს უკვე გაწერენ კიდეც და გამგზავრების უფლებას მისცემენ. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, დაზარალებულების ოჯახის წევრები დაბინავებული არიან სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“, ყველა მათგანი უზრუნველყოფილია სამჯერადი კვებით, მათთვის გამოყოფილია მანქანები, ასევე მიმაგრებული ყავთ ადამიანი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ყველა სახის დახმარებას აღმოუჩენს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42