გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ს პრეზიდენტის უსაფრთხოების მრჩეველთან ვაშინგტონში გამართული კონსულტაციები განიხილა
პოლიტიკა - 14:50, 17 Mar, 2018     1225
საქართველოს პრეზიდენტმა ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტი თეთრ სახლში, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველთან, გენერალ ჰერბერტ რეიმონდ მაკმასტერთან შეხვედრით დაასრულა.

გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანს საქართველოში და რეგიონში მიმდინარე პროცესებთან, გაზრდილ საფრთხეებთან დაკავშირებით თავისი შეშფოთება გაუზიარა და აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია ამერიკის ჩართულობა უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში.

საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი რუსეთის მზარდ, მილიტარისტულ რიტორიკას, დიდ ბრიტანეთში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, საქართველოს მოქალაქის და ყოფილი მშვიდობისმყოფელის, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, საქართველოს როლს, როგორც ამერიკული და დასავლური ინტერესების ფორტპოსტს რეგიონში, რომელსაც გამყარება სჭირდება და ეს, ამერიკის უფრო აქტიური ჩართულობის გარეშე შეუძლებელია.

გიორგი მარგველაშვილმა გენერალ ჰერბერტ რეიმონდ მაკმასტერთან იმ კონსულტაციებზე ისაუბრა, რომელიც ვაშინგტონში ვიზიტისას აშშ-ს სენატსა და კონგრესში შედგა და ხაზი გაუსვა, რომ კანონმდებლებისგან ამერიკის უფრო აქტიურ ჩართულობას აქვს ორმხირივი, ორპარტიული მხარდაჭერა.

შეხვედრისას მნიშვნელოვანი დრო დაეთმო შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს: საქართველოს როლს, შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში და ქვეყნის, როგორც ნატო-ს აღმოსავლეთის საკვანძო ბლოკპოსტის მნიშვნელობას.

გიორგი მარგველაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს როლზე, როგორც აზიური და ევროპული ბაზრების დამაკავშირებელ ხიდზე და კასპიის ზღვის ქვეყნებისა და ევროპის ეკონომიკური ბაზრების დამაკავშირებელ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დერეფანზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42