გუდაურში დაშავებული ტურისტი უკვე გაეწერა საავადმყოფოდან და კვლავ გუდაურში დაბრუნდა სასრიალოდ - დიმიტრი ქუმსიშვილი
პოლიტიკა - 14:12, 17 Mar, 2018     1423
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ღუდუშაურის კლინიკაში გუდაურში დაშავებული პაციენტები მოინახულა.

პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, ღუდუშაურის კლინიკაში მყოფი ყველა პაციენტს პირადად ესაუბრა და ყველა მათგანი კონტაქტურია, მათ შორის უკრაინის მოქალაქე ქალბატონი, რომლის მდგომარეობა შედარებით მძიმე იყო.

ამასთან, გუშინდელი ინციდენტის დროს დაშავებული ერთ-ერთი პაციენტი ოლეგ ვიტროკი უკვე გაეწერა საავადმყოფოდან და კვლავ დაბრუნდა გუდაურში სასრიალოდ.

„პირველ რიგში, კარგი ამბით მინდა დავიწყო - დღეს დილით ადრე ოლეგ ვიტროკი გაეწერა საავადმყოფოდან და კვლავ გუდაურში დაბრუნდა სასრიალოდ, რაც ძალიან სასიხარულოა. ეს ნიშნავს, რომ ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახულია. გვთხოვა, დილიდანვე აგვეყვანა გუდაურში, რათა სასრიალოდ დღე არ დაეკარგა. შესაბამისად, ისუკვე გუდაურშია და სრიალებს“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი დაკვირვების მერე ექიმები ოთხ პაციენტს გაწერენ და სახლში გამგზავრების უფლებას მისცემენ. რჩება ერთი პაციენტი, რომელსაც ფეხი აქვს მოტეხილი და ექიმები აფასებენ ვითარებას, რამდენად არის შესაძლებელი მის ტრანსპორტირება. პაციენტთა განცხადებით, კარგი ზრუნვის მიუხედავად, მათ სახლში დაბრუნების სურვილი აქვთ.

რაც შეეხება უკრაინელ ქალბატონს, რომელიც ამ დრომდე რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, მინისტრის განცხადებით, ის კონტაქტურია, თუმცა მნიშვნელოვანი ჩარევა კვლავ საჭიროა.

ამასთან, გუშინ საავადმყოფოდან უკვე გაეწერა ორი პაციენტი, რომლებიც სამშობლოში გაფრინდნენ.

„რაც შეეხება ორსულ ქალბატონს, ჩემი ინფორმაციით, ყველაფერი კარგად არის, ნაყოფის გულისცემა ისმინება და დარწმუნებული ვარ, რომ იქაც ყველაფერი კარგად დასრულდება. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ოჯახის წევრები დაბინავებული არიან სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“, ყველა მათგანი უზრუნველყოფილია სამჯერადი კვებით. მათთვის გამოყოფილია მანქანები, ასევე მიმაგრებული ყავთ ადამიანი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში პირველად და ყველა სხვა სახის დახმარებას აღმოუჩენს“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42